logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პარლამენტის შენობაში ინვალიდთა საგანგებო მიღება გაიმართა

3 დეკემბერს ინვალიდთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაში ინვალიდთა საგანგებო მიღება გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა გაუწია, რომელმაც ინვალიდებს გუშინდელი დღე მიულოცა და პარლამენტის მიერ მიღებულ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის" კონცეფციაზე ისაუბრა. "ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ დავგეგმეთ შეგვექმნა სპეციალური დოკუმენტი, სადაც გაიწერებოდა სახელმწიფოს დამოკიდებულება ინვალიდთა პოლიტიკისადმი და მისი მთავარი პრიორიტეტები, რათა მომხდარიყო ინვალიდთა სრულყოფილი ინტეგრაცია ერთიან საზოგადოებრივ გარემოში. პარლამენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების დახმარებით შეიმუშავა აღნიშნული კონცეფცია, სადაც განსაზღვრულია ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და სამოქმედო პრინციპები. კონცეფციის მიზანს, ასევე, წარმოადგენს ინვალიდებისთვის თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათთვის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვან ადაპტაციას. დოკუმენტის შექმნაში აქტიურად იყო ჩართული ინვალიდთა კოალიცია, რომელმაც დიდი შრომა გასწია და ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და არასამთავრობო ორგანიზაციამ", – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
მიღებაზე ინვალიდთა კოალიციის სახელით გია ძნელაძე გამოვიდა და იქ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის. მან კონცეფციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში საუბარია არა მარტო ინვალიდთა პრობლემებზე, არამედ იქ მკაფიოდ არის გაწერილი ამ პრობლემების მოგვარების გზები. მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ასევე ინვალიდთა პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის შექმნა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციონირება.

http://www.parliament.ge

2008.12.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006