logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგული პროექტის შუალედური რეკომენდაციების პრეზენტაცია

საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგულ პროექტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მართვის გაუმჯობესების მიზნით.
2008წლის 25 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარდა პროექტის შუალედური რეკომენდაციების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი სანდრო კვიტაშვილი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან ასოცირებული ორგანიზაციების, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლები.
პროექტი დაიწყო 2008 წლის მარტში. გამოიკითხა საოჯახო მედიცინის ცენტრების სამედიცინო პერსონალი და პოპულაცია. ინფორმაციის შეგროვების მიზნით გამოყენებული იყო სტრუქტურირებული და ჩაღრმავებული ინტერვიუ, ასევე ფოკუს-ჯგუფი.
საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ შემუშავდა პროექტის შედეგებზე დაფუძნებული რამდენიმე შუალედური რეკომენდაცია, რომელიც წარმოადგინა, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტმა, აკად.წინამძღვრიშვილის სახ.კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. ბეჟან წინამძღვრიშვილმა და ჰიპერტენზიის კონტროლის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროექტის დირექტორმა დალი ტრაპაიძემ.
პროექტის ძირითადი რეკომენდაცია:
• ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვის გაუმჯობესება უნდა გახდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პრიორიტეტული, სტრატეგიული მიმართულების ძირითადი ორიენტირი.
აქცენტირებულია შემდეგი რეკომენდაციები:
• ავადობისა და სიკვდილობის აღრიცხვის დოკუმენტაციის სრულყოფა;
• მოსახლეობის ინფორმატიულობის გაზრდა პირველადი ჯანდაცვის (მ.შ უფასო) სერვისების შესახებ;
• პირველადი ჯანდაცვის რგოლში პრევენციული სტრატეგიის გაძლიერება;
• ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობა –
ქრონიკული დაავადებების მართვის გასაუმჯობესებლად.

პროექტის საბოლოო შედეგები და რეკომენდაციები მოხსენებული იქნება 2009 წლის დასაწყისში, თემატურ კონფერენციაზე. აღნიშნული ემთხვევა პირველადი ჯანდაცვის რგოლში კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის პროცესის დაწყებას, ამდენად, დაავადებათა მართვის სრულყოფის მიზნით პროექტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სასურველია გათვალისწინებული იქნეს საოჯახო მედიცინის სფეროში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
დალი ტრაპაიძე
ტელ. 877 750 741
ელ.ფოსტა dali_trapaidze@yahoo.com.

საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოება, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

2008.12.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006