logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დამწვრობის ცენტრი ორ თვეში დაიხურება

თანამშრომლები ახალი მენეჯმენტის ქმედებებს აპროტესტებენ
დამწვრობის ცენტრი, რომელიც ამიერკავკასიის მასშტაბით ეთადერთია, სავარაუდოდ, ორ თვეში დაიხურება და მას თერმული დაზიანებების მქონე პაციენტებისთვის ათსაწოლიანი საავადმყოფო ჩაანაცვლებს. მანამდე კი, დამწვრობის ცენტრის გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ხუთთვიანი სახელფასო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნით, დღეს, 28 ნოემბერს, გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან სადაღაშვილის განმარტებით, 2007 წელს, ``პე–ეს–პე–``-ს შვილობილმა ``ნიუ ჰოსპიტალსმა`` ერთ ლოტში 4 კლინიკა იყიდა – ოფთალმოლოგიის, ნევროლოგიის, ორთაჭალის მეოთხე სამშობიარო, სადაც ახლა ``ნიუ ჰოსპოტალსის`` ცენტრალური ოფისია და დამწვრობის ცენტრი. ოთხივე ობიექტი 16 მილიონად გაიყიდა.

ლოტში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინო საგარანტიო წერილი და გარკვეული შენატანი, სავარაუდოდ, ათასი დოლარი, მაგრამ იმ კომპანიამ, რომელმაც აუქციონზე გაიმარჯვა, საგარანტიო წერილი ვერ წარადგინა და ლოტი პირდაპირ მეორე კომპანიას – ``ნიუ ჰოსპიტალს`` გადაეცა ხელახალი აუქციონის გარეშე. ``ნიუ ჰოსპიტალსი`` სააფთიაქო ქსელის შენიღბვაა. არსებობს სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ ``პე–ეს–პე``–ს გარდა სხვა აფთიაქის წამლებს ვერ შემოვიტანთ. ასე რომ, იძულებულნი ვართ, ამ ქსელის წამლები გამოვუწერით პაციენტებს, როცა მათ ახლობლებს, შესალოა, უფრო იაფადაც შეეძლოთ საჭირო მედიკამენტების შოვნა``, – ამბობს სადაღაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ``პე–ეს–პე ჯგუფს`` ცენტრთან დადებულ ხელშეკრულებაში ჩადებული აქვს პირობა, რომ 24 თვის თავზე უნდა აშენდეს ახალი, ულტრათანამედროვე საავადმყოფო და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შესულიყვნენ მართველობის უფლებით, მაგრამ არა ახლა, შენობის აშენებამდე.

თანამშრომლები 5 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, წესით, კლინიკის აღმასრულებელ დირექტორის, ბესიკ იაშვილისგან უნდ ითხოვდნენ, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ხელფასის გადახდის ათაობაზე. თუმცა, სადაღაშვილი იმასაც ამბობს, რომ იაშვილს წაართვეს ყველა საბანკო ანგარიში და იგი ვერ განკარგავს ბანკში ჩარიცხულ თანხებს. შესაბამისად, თანამშრომლები ხელფასს ``ნიუ ჰოსპიტალსის`` ადმინისტრაციისგან მოითხოვენ.

ცენტრის დირექტორმა ბესიკ იაშვილმა კი განაცხადა, რომ დაწესებულება თანხების ჩარიცხვას ელოდება. მისივე თქმით, საუბარი მიმდინარეობს 10–საწოლიანი დამწვრობის ცენტრის შექმნაზე, თუმცა, როგორც იაშვილი ამბობს, არ იცის, რა უნდა იყოს ასეთი კლინიკა.

http://www.commersant.ge

2008.11.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006