logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირი, დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შეხვედრაზე დიაბეტთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი მიესალმა. მან პრობლემის აქტუალობაზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. "საქართველოში დღეს 300 ათასზე მეტი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შესაძლებელია ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. დიაბეტმა შეიძლება თავი იჩინოს როგორც პოსტსტრესულმა გამოვლინებამ, განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობაში. ამიტომ სახელმწიფოს, საზოგადოების და პროფესიონალების მთავარი ვალდებულებაა მოვამზადოთ სწორი პასუხი ამ გამოწვევისთვის. საჭიროა ძალებისა და რესურსების გაერთიანება, რომ დაავადების სტატისტიკა უფრო მოწესრიგდეს, რომ მოვახდინოთ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, გვქონდეს უკეთესი მედიკამენტები და უკეთესი განათლება. აღნიშნული ზომების გატარება მოგვცემს საშუალებას, რომ საზოგადოება იყოს უფრო დაცული და ჯანმრთელი", – აღნიშნა გიორგი წერეთელმა. მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა იმ სწორ წამოწყებას და პროექტს, რომელიც პროფესიონალების მიერ იქნება შემოთავაზებული და ამ საქმეში საპარლამენტო კომიტეტის როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები ერთიანი არიან.
შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომიტეტი კვლავ გააგრძელებს დარგის სპეციალისტებთან ერთად დიაბეტის პრობლემაზე მუშაობას და თანამშრომლობას.

http://parliament.ge

2008.10.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006