logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმები რუსული აგრესიის შედეგებს აანალიზებენ

გორის ჰოსპიტლის მთავარი ექიმის მოადგილე გურამ გვასალიას მიერ აგვისტოს მოვლენების დროს გორში გადაღებულ კადრებში, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს, კარგად ჩანს, თუ როგორ ბომბავდა რუსული მხარე ჰოსპიტალს და მის მიმდებარე ტერიტორიას.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე საზოგადოების წარმომადგენლები რუსული აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. "ეს არის იმ ბიო-სამედიცინო შედეგების ანალიზის პირველი მცდელობა, რომელიც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. როდესაც ვლაპარაკობთ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, აუცილებელია საუბარი სამედიცინო შედეგებზეც. ამ საკითხზე მსჯელობა მნიშვნელოვანია თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ისეთი ჭურვები გამოიყენეს, რომლის შედეგებთან ბრძოლაც ჩვენი მედიცინისთვის უცნობი იყო," - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მენაბდემ.
ამდენად, კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კასეტური ბომბების აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება იყო.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ასოციაცის "ემპათიას" წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოლოგიურ დახმარებას ახორციელებენ. კონფერენციაზე ამ საკითსაც შეეხნენ და, ზოგადად, დაზარალებული მოსახლეობის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზეც ისაუბრეს.
შეკრებილთა განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს ეკოლოგიური კატასტროფა და მისი შედეგები გახლდათ.
"ყველა დარგში აუცილებელია იმ შედეგების გაანალიზება, რაც რუსულ აგრესიას მოჰყვა, რათა მომზადებულები შევხვდეთ იმ პრობლემებს, რომლებმაც შესაძლოა თავი ხვალ და ზეგ იჩინონ," - აღნიშნა გიორგი მენაბდემ.
სამედიცინო უნივერსიტეტში სამხედრო სამედიცინო სწავლება ბოლო 15 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გაუქმებული იყო. უნივერსიტეტში შეკრებილებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ეს დარგი ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
"აგვისტოში მიმდინარე მოვლენებმა გვიჩვენა, რომ მთელი დატვირთვა სამოქალაქო ექიმებზე გადავიდა, ამდენად, სამხედრო კათედრის, კატასტროფული მედიცინის ფაკულტეტის აღორძინება გადავწყვიტეთ," - გვითხრა გიორგი მენაბდემ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ჯებაშვილის განცხადებით, რუსეთის აგრესიის მიერ დატოვებული შედეგების საბოლოოდ აღმოფხვრა, ალბათ მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოხდება. "ამდენად, კონფერენცია, რომელიც მომავალში უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს, დროული და მნიშვნელოვანია," - აღნიშნა მან.
შეხვედრაზე ნაჩვენები ვიდეომასალა მისი ავტორის, გურამ გვასალიას თქმით, გორში გადაღებული კადრების მხოლოდ ერთი ნაწილია. "ეს არ არის პროფესიული ფილმი, თუმცა, გადაღებულია ის ასობით დაჭრილი ჯარისკაცი, როლებიც ჰოსპიტალში მასიურად შემოჰყავდათ. ასევე კარგად ჩანს, თუ როგორ იბომბებოდა ჰოსპიტალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. როგორ ორგანიზებულად ხდებოდა დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა. გადაღებული ვიდეო-მასალის ხანგრძლივობა საათი და 20 წუთია, თუმცა კონფერენციის თემა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი გახლდათ და ამიტომ ომის და კონკრეტულად ჯარისკაცების მდგომარეობის ამსახველი კადრები არ გვიჩვენებია," - აღნიშნა გურამ გვასალიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ თითოეული ამ სახის შეხვედრისგან კონკრეტულ შედეგს უნდა ველოდოთ. საბოლოო ჯამში კი, უფრო ნათლად ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რა გადაიტანა ქართველმა ხალხმა რუსული აგრესიის შედეგად.
კონფერენციის დასრულების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ის 30 სტუდენტი დააჯილდოვა, რომლებიც აგვისტოში გორის ჰოსპიტალში მოხალისეებად მუშაობდნენ.

http://www.24saati.ge

2008.10.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006