logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნარკომანია და ალკოჰოლიზმი საქართველოში

თორმეტი ნაბიჯი კარგად ცნობილი და აპრობირებული პროგრამაა, რომელიც ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების მკურნალობას ემსახურება. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: გახსოვდეს, რომ ავად ხარ და სხვების დაუხმარებლად ამ პრობლემას თავს ვერ გაართმევ. მაგრამ ასე იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ეს ადამიანები არ სძულთ და, რაც მთავარია, აქვთ იმედი, რომ როგორც სხვა ქრონიკული ავადმყოფობებით დაავადებულები, ისინიც გახდებიან საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. ამიტომაც იხარჯება ნარკომანებისა და ალკოჰოლიკების მკურნალობაზე სოლიდური თანხები. სამწუხაროდ, ჩვენ იმ ქვეყნების რიგში არ მოვიაზრებით.
იმისათვის, რომ მიახლოებით მაინც აღვწეროთ სურათი, რა მდგომარეობაა ნარკომანიასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, საჭიროა სტატისტიკური მომაცემები. ამ პრობლემის ციფრებში გამოსახვას საქართველოში ბევრი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუცია ემსახურება. ამის მიუხედავად, როგორც არაერთგზის აღუნიშნავთ უცხოელ თუ აქაურ ექსპერტებს, ეს მონაცემები არათუ გამოდგება სწორი შთაბეჭდილების შესაქმნელად, არამედ ხშირად მცდარი დასკვნებისკენ გვიბიძგებს. ამ ჯერზე ერთი მაგალითი ვიკმაროთ: ვერავინ დაადგინა, იმ 49 000 კაციდან, რომლებიც შარშან პატრულმა დააკავა და ტესტირება ჩაუტარა, ვინ ნარკოდამოკიდებული იყო და ვინ - მხოლოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, ვერავინ განსაზღვრავს, ორმოცდაცხრა ათასივეს ესაჭიროება მკურნალობა თუ არა, ესეც, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ შევთანხმდებით, რომ ნარკომანების მკურნალობის პრაქტიკა ამ ქვეყანაშიც დაინერგება.
მდგომარეობას ართულებს ჩვენი კანონმდებლობა. დღევანდელი გადმოსახედიდან უკლებლივ ყველა ნარკომანი დამნაშავეა და ყველამ ფული უნდა გადაიხადოს: პირველად დაკავების შემთხვევაში - 500 ლარი, მეორედ – უფრო მეტი და ასე გაუთავებლად, სანამ ბოლოს ციხეში არ მოხვდება. ამ კატეგორიის ადამიანების მუდმივი დაჯარიმების გამო მარტო თვითონ რომ ზარალდებოდნენ, ამას კიდევ აიტანდა კაცი. მაგრამ რა ვუყოთ მათ ოჯახებს, ასევე ხშირად რომ უწევთ სახლ-კარის გაყიდვა და ჯარიმების დაფარვა, ნაცვლად იმისა, რომ ამ ფულით საკუთარი ოჯახის წევრებს უმკურნალონ? პარადოქსია ისიც, რომ შარშან ნარკომანების დაჯარიმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით შეივსო და მხოლოდ 250 000 ლარი მოხმარდა მათ მკურნალობას.
მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში 250 000 ნარკომანია. ცოდვა გამხელილი სჯობს: როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ხელსაყრელია ამხელა ციფრის დაფიქსირება და, აქედან გამომდინარე, მუდმივად იმაზე ჩალიჩი, რომ დედამიწის ყოველი კუთხე-კუნჭული შემოიაროს "ცოდნის გასაღრმავებლად". მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ ყველა ნარკოდამოკიდებულს მხოლოდ ავადმყოფის სტატუსს თუ მივანიჭებთ, ძალაუნებურად ნარკოლოგების წისქვილზე დავასხამთ წყალს.
რაც შეეხება მკურნალობას, პრობლემას ქმნის არა აზრთა სხავდასხვაობა როგორც ამ საკითხისადმი მიდგომის, ისე ამა თუ იმ მეთოდის გამოყენების თვალსაზრისით (რაც, თავის მხრივ, ბუნებრივია), არამედ - მწარე რეალობა: სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობის გამო ნარკომანებისა და ალკოჰოლიკების საფუძვლიანი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება მაშინაც კი, როცა პაციენტს სამკურნალო თანხა აქვს.
როცა ნარკომანიის პრევენციაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, მეხსიერებაში წამოგივტივტივდება კარგად რეკლამირებული აქციები, განსაკუთრებით ნარკომანიასთან და შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს: პრეზერვატივები, ბუკლეტები, ცნობილი სახეები... მაგრამ საკმარისია რომელიმე სკოლას ან უმაღლეს სასწავლებელს ესტუმრო და ახალგაზრდებს გაესაუბრო, მალევე მიხვდები, რომ ის აქციები, ზემოთ რომ ვახსენე, ისევე სწრაფად აქვთ დავიწყებული, როგორც ნიშნის გამოსასწორებლად დაზეპირებული მხოლოდ ერთი გაკვეთილი.
ვერც მედია დაიკვეხნის მაინცდამაინც, რომ ამ პრობლემას ჯეროვან ყურადღებას აქცევს. ესეც, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეზე მეტყველებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულყოფილი მედიაკამპანიები ნარკომანიის წინააღმდეგ ტელეკომპანიებისა თუ გაზეთების მფლობელებისთვის წამგებიანი არ იქნებოდა. რატომ არ ხდება ამ საკითხებზე სისტემატური მსჯელობა საზოგადოებრივ არხზე, ესეც, სხვათა შორის, გაუგებარია და, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მედიაპოლიტიკის სერიოზულ ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, ნუ გვექნება ილუზია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც არათუ შიდსზე, არამედ ტუბერკულოზზეც კი უჭირთ ხმამაღლა საუბარი, ზიანის შემცირების პროგრამა ისევე წარმატებით განხორციელდება, როგორც ეს დასავლეთში ხდება. ამ ფონზე სავსებით მივიწყებული გვაქვს ალკოჰოლიზმი. მხოლოდ ერთეულებს თუ აქვთ გაცნობიერებული, რომ ეს პრობლემა საქართველოსაც უდგას და რომ ალკოჰოლიკი ისევე ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, როგორც ნარკომანი.
ცალკე მსჯელობის საგანია ოჯახი და ნარკომანია. უმრავლეს შემთხვევაში, აქ, რასაკვირველია, სტიგმა მოქმედებს და ოჯახის პრობლემებზე გარეთ ლაპარაკს ყველა ერიდება. მაგრამ ბოლო დროს მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, უკვე ისეთ მშობლებსაც ნახავთ, აქეთ რომ იხვეწებიან ნარკომანი შვილების ციხეში გამომწყვდევას იმ იმედით, რომ იქ ნარკოტიკს ვერ იშოვნიან და გამოსწორდებიან. რა ხდება ამ კუთხით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ფართო საზოგადოებისთვის ესეც უცნობია. და, რა თქმა უნდა, სრულიად არაფერი ვიცით ეგრეთ წოდებული დახურული ჯგუფების (მაგალითად, ჰომოსექსუალების) შესახებ, რაც ასევე ქმნის პრობლემას როგორც პრევენციის, ისე მათი მკურნალობის თვალსაზრისით.
აზრი იმის შესახებ, რომ პლანი ნარკოტიკი არ არის, მცდარია. ქალები მას ისევე ეტანებიან, როგორც სიგარეტს. თუ ნარკოლოგებს დავუჯერებთ, ანაშა ადამიანის ჯანმრთელობაზე უკიდურესად ცუდად მოქმედებს და ადრე თუ გვიან პლანის მწეველი, სხვა, უფრო ძლიერ ნარკოტიკზე ხდება დამოკიდებული. შესაბამისად, ქალთა ნარკომანიაზე მსჯელობა სწორედ დღეს მიგვაჩნია მიზანშეწონილად.
და ბოლოს: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული მიდგომა რომ გააჩნია და ხშირად კარგ შედეგებსაც რომ აღწევს, თითქოს ყველამ ვიცით. მაგრამ თითქმის არაფერი ვუწყით იმის თაობაზე, რა სტრატეგიით მოქმედებენ სხვა კონფესიის წარმომადგენლები და მათ შორის მაინც თუ ხდება გამოცდილების გაზიარება. ასე რომ, თემა, სახელად ეკლესია და ნარკომანია (ეკლესიაში, ბუნებრივია, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ვგულისხმობთ) ისევე მნიშვნელოვანი გვგონია, როგორც სხვა დანარჩენი საკითხები ამ სფეროდან.

სოფიო თოდუა

http://24saati.ge

2008.10.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006