logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ცოფის საწინააღმდეგო აცრა უფასოა, მომსახურება - ფასიანი

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ მაწანწალა ძალღებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სამუშაო მაინც ბევრია. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ანტირაბიულ ცენტრს ყოველდღე ძაღლების ნაკბენით უამრავი ადამიანი აკითხავს.
ანტირაბიული სამსახურის უფროსი ექიმი ბადრი ბაზაევი ამბობს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას ანუ ჩინურ ვაქცინას სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მომსახურება ფასიანია. ქსელში არის კომერციული - ფრანგული და რუსული ვაქცინებიც, რომლებიც ფასიანია.
უფასო მომსახურება და ვაქცინა გათვალისწინებულია 18 წლამდე მოქალაქეებისთვის და სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიას, ანუ უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, ჩინური ვაქცინა უფასოა, მომსახურება კი - ფასიანი. თანხა 10 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს ჭრილობის სირთულის მიზედვით. რაც შეეხება ანტიტეტანუსის შრატს, ის ყოველთვის ფასიანი იყო.
მოქალაქე, რომელსაც ქუჩის მაწანწალა ძაღლი უკბენს, პირველ რიგში, სარეცხი საპნით და წყლით უნდა ჩამოიბანოს ნაკბენი. შემდეგ უნდა შეიხვიოს ნაკბენი და აუცილებლად მიმართოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ანტირაბიულ ცენტრს. ასეთი სახის ცენტრები დედაქალაქის ყველა რაიონშია და 24-საათიანი გრაფიკით მუშაობენ. პაციენტმა დროულად უნდა მიაკითხოს ექიმს და აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ცოფის საწინააღმდეგო აცრები. თუ ნაკბენი ღრმა ჭრილობაა, გართულება და ანთებითი პროცესი შეიძლება რამდენიმე საათში განვითარდეს. ცოფი ადამიანს შეიძლება ერთ კვირაში დაემართოს, ან რამდენიმე თვეში. ცოფს ინკუბაციის პერიოდი ძალიან დიდი აქვს, ამიტომ ძაღლით დაკბენილმა პაციენტმა ექიმს აუცილებლად უნდა მიაკითხოს, რადგან პირველადი აცრის შემდეგ საჭიროა გარკვეული დიეტის დაცვაც.
დიეტა ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ აცრების დროს პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალერგიული საკვები და განსაკუთრებით უნდა მოერიდოს ალკოჰოლს სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში. პაციენტმა აცრების დროს არ უნდა მიიღოს ალკოჰოლიანი ტკბილეულიც კი.

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.10.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006