logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაზარალებულთა დახმარების პროგრამა

რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირთათვის, ფსიქიატრიული დახმარების მობილური ჯგუფები მუშაობენ. დევნილთა პირველადი დახმარების სერვისს კიდევ ერთი პროექტი - "გადავარჩინოთ ბავშვები" დაემატა, რომელიც მოზარდებისთვის ემოციური მხარდაჭერის გაწევას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარინე ჩიტიშვილმა წარმოადგინა. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ხორციელდება ბავშვებთან შეხვედრა, მათი გართობა, დასვენება და ყოველდღიურ აქტივობაში ჩართვა. ბავშვთა დაცვის საკითხებს კოორდინირებას უწევენ: საქართველოს წითელი ჯვარი, საპატრიარქოს ფსიქორეაბილიტაციური ცენტრი, გორის რესურსცენტრი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, აღნიშნული ორგანიზაციები დახმარებას უწევენ როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე კარვებში მცხოვრებ ოჯახებს.
სხდომაზე aseve მოისმინეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ესაკიას ინფორმაცია 2008 წელს განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ. დეპუტატების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო "ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, კატასტროფების და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზების და დროული რეაგირებისთვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის" პროგრამამ. ნინო ესაკიას განმარტებით, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გადაუდებელი მდგომარეობისას ჯანდაცვის სისტემაში არსებული რესურსები ვერ წვდებოდა გაზრდილ მოთხოვნებს, რისთვისაც საჭირო გახდა რესურსების გაზრდა და მობილიზება. "პროგრამით სისხლის გარკვეული მარაგის შექმნა, რეანემობილების დაკომპლექტება, დახარჯული მედიკამენტების განახლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადების შექმნაა გათვალისწინებული", - განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ხელმძღვანელმა.

http://www.parliament.ge

2008.10.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006