logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებელი თანხები არ შეიძლება ლიმიტირებული იყოს, რადგან წინასწარ არავინ იცის, რამდენი პაციენტი მიმართავს საავადმყოფოებს ურგენტული მომსახურების აუცილებლობით, ამ განცხადებით დღეს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ სურგულაძემ მიმართა პარლამენტის წევრებს.
მისივე თქმით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის, სააგენტოს გათვლებით, 25 მლნ. ლარია საჭირო მაშინ, როცა სახელმწიფო პროგრამით 11მლნ. ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გიორგობიანმაც. "ჩვენ პარლამენტის წევრებთან ერთად უნდა მოვიფიქროთ ის მექანიზმი, რომლითაც ურგენტული მომსახურების სისტემის სრულყოფა მოხერხდება", - განაცხადა მან.
ვახტანგ სურგულაძემ, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების წარმომადგენელმა, იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც აღნიშნული პროგრამების განხორციელებას შეიძლება ახლდეს თან. "ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვები მთელი რიგი თავისებურებებით და სპეციფიკით ხასიათდება და, ხშირად, მათ მოქმედი ნორმატიული აქტები არ ესადაგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დროული სრულყოფა მოხდეს", - განაცხადა მან და მაგალითისათვის ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა დაასახელა. აღნიშნულ პროგრამაში სახელმწიფო მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მომსახურების მიწოდება . "ამდენად, ტენდერის ჩატარება ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, თუმცა სააგენტოს მაინც უწევს სათანადო პროცედურების განხორციელება, რაც მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.
საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მუშაობას დადებითი შეფასება მისცა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე გააკეთა აქცენტი. მისი განმარტებით, საჭიროა რეპროდუქციული ჯანდაცვის პრობლემების დროული გადაწყვეტა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების სრულყოფილი სისტემის ამოქმედება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის განცხადებით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები იმდენად აქტუალურია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.

http://parliament.ge

2008.10.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006