logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულებს

საქართველოში განვითარებული ექსტრემალური პირობების გათვალისწინებით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”, პროექტის “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოში”, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის, გაეროს მოხალისეთა წამების მსხვერპლთა დახმარების ფონდისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, 2008 წლის 8 აგვისტოდან მოყოლებული ახორციელებს კრიზისული ინტერვენციის პროგრამას, რომელიც მოიცავს მრავალპროფილურ, პიროვნებაზე ორიენტირებულ, მულტიდისციპლინურ მიდგომას: სამედიცინო, ფსიქიკურ/ფსიქოლოგიურ, სოციალურ და იურიდიულ დახმარებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ცენტრ “ემპათია”ს მიერ, 8 – 10 აგვისტოს, საერთაშორისო გაიდლაინებისა და სტანდარტების, სამეცნიერო კვლევების გათვალისწინებით, შემუშავებული იქნა კვლევისა და დახმარების მეთოდოლოგია, რაც მოიცავს მულტი – პროფილური სამედიცინო ანკეტის გამოყენებას, კლინიკურ ფსიქოლოგიურ ტესტირებას “ჰარვარდის ტრავმის შეფასების კითხვარისა” და “პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შეფასების კითხვარის” გამოყენებით. ასევე შემუშავებული იქნა იურიდიული განაცხადის ფორმა, იმ უფლებათა დარღვევებისა და ზიანის შესაფასებლად, რაც განიცადეს ბარბაროსული სამხედრო აგრესიისა და ეთნოწმენდის შედეგად დაზარალებულებმა.
პროგრამის ფარგლებში ცენტრ “ემპათიას” მიერ შექმნილი იქნა 5 მობილური ჯგუფი, ასევე მიმდინარეობს ამბულატორული მიღება ცენტრის ოფისში; მოქმედებს 24 საათიანი “ცხელი ხაზი” და მორიგე პერსონალის პოსტი.
კრიზისული ინტერვენციის პროგრამა მიმდინარეობს თსსუ სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის მიმართულების სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით (ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ სილაგაძე), მიმართულების ხელმძღვანელი, რეზიდენტები და სტუდენტები უშუალოდ არიან ჩაბმული მობილური ჯგუფების მუშაობაში. ასევე მჭიდრო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს ექიმთა ასოციაციასათან. 2008 წლის 10 აგვისტოს ცენტრ “ემპათიასა” და საქართველოს ექიმთა ასოციაციის მიერ სპეციალური მიმართვა იქნა გავრცელებული საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის, გაეროს და ევროსაბჭოს სტრუქტურებისადმი. მიმართვაში ყურადღება იქნა გამახვილებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის ფაქტებზე.
2008 წლის 11 – 24 აგვისტოს პერიოდში ცენტრ “ემპათიას”, საქართველოს ექიმთა ასოციაციისა და თსსუ ფსიქიატრიის მიმართულების ერთობლივი ძალისხმევით (პროგრამაში ჩართული იყო 27 სპეციალისტი, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სახვადასხვა პროფილის ექიმები, იურისტები) კრიზისული ინტერვენციის პროგრამის ფარგლებში, დახმარება აღმოეჩინა 212 ადამიანს, მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლებს, დაბომბვებისა და სხვა ვანდალური აქტების დროს დაჭრილებს, ტყვეებსა და ძალადობის მსხვერპლებს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვებსა და ჩვილბავშვიან დედებს, მოხუცებს. სულ მიღებული იქნა 399 განაცხადი. კვლევების შედეგად გამოიკვეთა მწვავე ტრავმული სტრესული აშლილობების მაღალი ხარისხი, უმწეობის, დაუცველობისა და განადგურების შიშის განცდებით. მრავალ ადამიანს მათ შორის ბავშვებს აღენიშნებათ მძიმე ფიზიკური ტრავმები. აღნიშნულ პერიოდში პროგრამა განხორციელდა შემდეგ სავადმყოფოებსა და კოლექტიური განსახლების ცენტრებში: იაშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა, ჟვანიას სახ. ბავშვთა კლინიკა, დამწვრობის ცენტრი, ღუდუშაურის სახ. კლინკური საავადმყოფო, მე - IV კლინიკური საავადმყოფო, ქირურგიის ინსტრიტუტი, თსსუ ყიფშიძის სახ. კლინიკა, თსსუ სტუტენტთა საერთო საცხოვრებელი, ბავშვთ ბაღი 206 და 209 ზემო ფონიჭალა, საბავშვო ბაღი კანდელაკის ქ. 12, ყოფილი პოლიკლინიკა – ვაჟა – ფშაველას 8, სასტუმრო “აფხაზეთი”. ანგარიში და წინასწარი შედეგები გამოქვეყნებული იქნება ცენტრ “ემპათიას” ვებ – გვერდზე: www.empathy.ge
კრიზისული ინტერვენციის პროგრამა კვლავაც გრძელდება.
მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” დირექტორ, თეიმურაზ სილაგაძე, პროფესორი, თსსუ ფსიქიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი.

http://www.tsmu.edu

2008.09.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006