logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 255 451,0 ათასი ლარის ოდენობით იზრდება, ხოლო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები – 1311904.1ათასი ლარით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 8 მლნ. ლარი ომის დროს დაჭრილთა და დაზარალებულთა სამკურნალო ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 1 მლნ. ლარი იმ ინდივიდუალური პროგრამის განხორციელებას, რომელიც დევნილი მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის მოსაზრებით, რამდენადაც ბიუჯეტში პენსიების გაზრდა გათვალისწინებული არ არის, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა დროში მოხდება დაპირებული საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომლითაც პენსია 100 აშშ დოლარის ოდენობას გაუტოლდება. კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის კითხვაზე, თუ რატომ შემცირდა გარემოს დაცვის სამინისტროს ასიგნებები ომის შედეგად განვითარებული ეკოკატასტროფის ფონზე, პაპუნა პეტრიაშვილმა უპასუხა: "გარემოს დაცვის სამინისტროს დაემატა ახალი საბიუჯეტო კოდი, რომელიც სწორედ დაზარალებული რეგიონების ეკოლოგიის აღდგენას გულისხმობს."
კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულება: "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ნათია ზაალიშვილმა წარმოადგინა. ამ შეთანხმებით, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტების მომწოდებელმა ქვეყანამ უნდა აცნობოს იმპორტიორ მხარეს. იმპორტიორი ქვეყანა თვითონ გადაწყვეტს შემოიტანოს თუ არა აღნიშნული პროდუქცია თავის ტერიტორიაზე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გოდაბრელიძის მოსაზრებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელობას წარმოადგენს გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს გაუკეთდეს სპეციალური ნიშანი. "მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული, რა სახის პროდუქტს სთავაზობენ. ამის შემდეგ თვითონ გააკეთებს არჩევანს მისი შეძენის თაობაზე", - აღნიშნა მან.
დღესვე კომიტეტმა ახალი ინიციატივა - კანონპროექტი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" წამოაყენა. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი "გლობალური ფონდია".

http://www.parliament.ge

2008.09.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006