logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროკავშირისა და UNDP-ის კონფერენცია ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26 ივნისს მარიოტ ქორთიარდში გაიმართა კონფერენცია ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დახურვას დაესწრო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, რომელიც ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს წარმოადგენს.
კონფერენციაზე განხილულ საკითხთა შორის იყო ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონმდებლობა, ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობა და ეფექტური პრევენციული მექანიზმის შექმნის აუცილებლობა.
”ნარკოტიკებთან ბრძოლის პასუხისმგებლობას ყველა ქვეყანა იზიარებს. ეს პასუხისმგებლობა ეროვნული და საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში უნდა აისახოს”, - თქვა ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ელჩმა პერ ეკლუნდმა.
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა რობერტ უოთკინსმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა ზუსტ მონაცემებს და მოსახლეობის ინფორმირებულობას უნდა ეფუძნებოდეს.
კონფერენციის ორგანიზატორია სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამა (SCAD), რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. პროგრამა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს ნარკოტიკებთან ბრძოლის სფეროში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს აჭარბებს.
ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღის წინა პერიოდში SCAD პროგრამა საზოგადოებრივი კამპანიის ინიციატივით გამოვიდა. კამპანია, რომლის ლოზუნგიც არის ”მართე შენი ცხოვრება! შენს ცხოვრებაში ნარკოტიკის ადგილი არ არის!”, ახალგაზრდებს შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

http://undp.org.ge

2008.08.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006