logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მსოფლიოს ექიმთა ასოციაცია მოითხოვს პატივისცემას ექიმთა პროფესიული დამოუკიდებლობისადმი საქართველოში მიმდინარე კონფლიქტის დროს

მსოფლიოს ექიმთა ასოციაცია საგანგებოდ მიმართავს საქართველოში მიმდინარე კონფლიქტის ორივე მხარეს პატივი სცენ ექიმთა პროფესიულ დამოუკიდებლობას.

საგანგებო განცხადებაში, განმეორებით იქნა გადმოცემული მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული კონფლიქტების დროს ექიმებს უნდა მიეცეთ ხელმისაწვდომობა პაციენტების, სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობისადმი და მიიღონ საჭირო დახმარება მათი პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განსახორციელებლად. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აუცილებელი დახმარება, მათ შორის დაუბრკოლებელი გადაადგილება და სრული პროფესიული დამოუკიდებლობა

განცხადებაში დამატებით ნათქვამია, რომ საომარი რეგიონის ფარგლებში მყოფ საავადმყოფოებს და ჯანდაცვის ობიექტებს, მებრძოლებისა და ჟურნალისტების მხრიდან პატივი უნდა მიეგოს. ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებათა გაწევა ავადმყოფთა და დაჭრილთა, სამოქალაქო და სამხედრო პირთა მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული პროპაგანდის და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით.

ბატონმა ოტმარ კლოიბერმა, მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა: “მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის დიდი ხნის გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამყალიბებული აქვს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ცალსახად გაცხადებულია, რომ საომარი მდგომარეობის დროს და მშვიდობიან პერიოდში, სმედიცინო ეთიკის პრინციპები იდენტურია”.

აღნიშნული ნიშნავს, რომ, თუ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ექიმებს წარმოექმნებათ მოვალეობათა კონფლიქტი, მათი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს პაციენტები; მათი ყველა სახის პროფესიული საქმიანობის წარმართვისას, ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის დეკლარაციებით სამედიცინო ეთიკის შესახებ.

მთავრობებმა, შეიარაღებულმა ძალებმა და ძალის მქონე სხვა პირებმა, უნდა შეასრულონ ჟენევის კონვენციები, რათA უზრუნველყონ ის, რომ ექიმებმა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებმა შესძლონ სამედიცინო მომსახურების გაწევა ყველასათვის, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში საჭიროების მიხედვით. აღნიშნული მოვალეობა მოიცავს ჯანდაცვის პერსონალის დაცვას.

ჩვემ გვჯერა, რომ მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო საკითხების მოწესრიგება მოხდება დაუყოვნებლივ.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

Dr. Otmar Kloiber მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივანი
+33 4 50 42 6757 (office)
+33 6 73 90 76 86 (mobile)

Nigel Duncan საზოგადოებრივ ურთიერთობათა კონსულტანტი
+44 (0) 20 8997 3653 (work)
+44 (0) 7984 944 403 (mobile)
nduncan@ndcommunications.co.uk

მსოფლიოს ექიმთა ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის ეროვნულ ექიმთა ასოციაციების დამოუკიდებელ კონფედერაციას და აერთიანებს 8 მილიონზე მეტ ექიმს. ასოციაცია მუშაობს ექიმებისა და პაციენტებისათვის. მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის მიზანია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვის მომსახურებათა, ეთიკის, განათლებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების უმაღლესი ხელმისაწვდომი სტანდარტები.

http://www.wma.net

2008.08.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006