logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს ექიმთა ასოციაციის განცხადება

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

მოგმართავთ საქართველოს ექიმთა სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე პრიოდში. როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აშკარა და უხეშ აგრესიას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებით, აწარმოებს სამხედრო შეტევას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სასტიკად დაიბომბა ქართული ქალაქები და სოფლები. რუსეთის ავიაგამანადგურებლებს დღისით და ღამით იერიში მიაქვთ არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო, ეკონომიკურ და სხვა სტრატეგიულ დანიშნულების ობიექტებზე. დაიბომბა ქვეყნის აეროპორტები და სამოქალაქო სანავიგაციო სისტემები. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები, პრაქტიკულად განადგურებულია ქალაქი გორი. საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ფოთის პორტი. რამდენიმეჯერ იქნა მიტანილი იერიში მაგისტრალურ ნავთობსადენზე.

როგორც კონფლიქტურ ზონაში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არიან რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გარდაცვლილები და დაჭრილები. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ქვეყანაში კვლავ იქცა დევნილად. ამასთან, რუსეთის ფედერაციამ, ინტენსიური საინფორმაციო ომი წამოიწყო. რუსეთის წამყვანი სატელევიზიო არხები ავრცელებენ სრულ დეზინფორმაციას და უჩვენებენ ისეთ სიუჟეტებს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და დემორალიზაციას.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული მხარე ცდილობს შექმნას ჰუმანიტარული კორიდორი, რომლითაც დახმარებას გაუწევდნენ საომარი მოქმედებების ზონაში დარჩენილ მოსახლეობას და დაჭრილებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის მხარე მაინც არ იძლევა კორიდორის შექმნის საშუალებას, რითიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. კონფლიქტის რეგიონში მყოფ ქართულ სოფლებში მიმდინარეობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროება. არის მსხვერპლი.

შექნილი ვითარების ფონზე, მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ქართველი ექიმები სრული დატვირთვით საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია დაჭრილებით. საქართველოს ექიმთა ასოციაცია მის პარტნიორებთან ერთად ჩაბმულია ომის მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრების კრიზისულ-ინტერვენციასა და ფსიქოლოგიურ დახმარებაში. ამავე დროს რუსეთი არ ერიდება ისეთ უპრეცედენტო ნაბიჯებსაც კი, როგორიც არის სამედიცინო ობიექტებზე შეტევა. ამ შემთხვევის დროს მძიმედ დაიჭრნენ და დაიღუპნენ ექიმები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას უწევდნენ დაჭრილებსა და დაზარალებულებს. დაბომბილია გორის საავადმყოფო. ექიმებს ხელი ეშლებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ამით, რუსეთის ფედერაცია აშკარად და უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.

საქართველოს ექიმთა ასოციაციამ, მოუწოდა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობა წარმართონ საექიმო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სრული დაცვით და მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის 1956 წლის ჰავანას დეკლარაციის გათვალისწინებით, რომელიც არეგულირებს სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ამ თემაზე უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება მსოფლიოს ექიმთა ასოციაციამაც.

საქართველოს ექიმთა ასოციაცია მოუწოდებს მსოფლიოს ექიმთა ასოციაციას, მის წევრ ექიმთა ასოციაციებს, ევროპის ექიმთა ასოციაციებსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორუმს და ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედ კომიტეტს, მთელს საერთაშორისო სამედიცინო თანამეგობრობას, მხარი დაგვიჭირონ და დაგმონ რუსეთის აგრესიული ქმედება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მოუწოდონ საკუთარი ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოახდინონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციის მთავრობაზე, რათა შენარჩუნებულ იქნას მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, და რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია.

იმედს გამოვთქვამთ, თქვენი ძალისხმევა ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებას. ხმას აღიმაღლებს ამ არაადამიანური ქმედებების წინააღმდეგ, რაც საქართველოში რუსეთის მიერ ხორციელდება და მშვიდობა დამყარდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

საქართველოს ექიმთა ასოციაცია

http://www.gma.ge

2008.08.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006