logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქართველი ექიმების არნახული თავგანწირვა

ამბობენ, როცა ქვეყანას უჭირს, გმირი ფუღუროდან გამოხტებაო. ალბათ, ქართველების ჯიშმა საუკუნეების ქარცეცხლს, უსასტიკესი იმპერიების შემოტევას სწორედ იმიტომ გაუძლო, რომ გმირული სული ვერ ჩაკლეს მასში. ეტყობა, ქართველში გენეტიკურად ჩადებულია კოდი გმირობისა, რომელიც მძიმე ჟამს მთელი ძალით იფეთქებს ხოლმე... და არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის არის - ჯარისკაცია, ჟურნალისტი თუ ექიმი...
რუსი აგრესორების საქართველოში შემოჭრას ოთხი ექიმი ემსხვერპლა.
ომსა და კატასტროფების წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს ტრიაჟის ექიმები ჰქვიათ. ჩვეულებრივი ექიმებისაგან მათ ბევრი რამ განასხვავებს, - საგანგებო სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება და მტკიცე ნებისყოფა, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა ვერ გამოიჩინოს.
როდესაც საველე ჰოსპიტალში ასეულობით დაჭრილი შედის, ექიმებს მძიმე არჩევანის გაკეთება უხდებათ. დაჭრილებს ე.წ. ფერების მიხედვით ახარისხებენ: შავი - სასიკვდილოდ განწირულს ნიშნავს, წითელი ენიჭება მას, ვისი გადარჩენისთვისაც ექიმები პირველ რიგში იბრძოლებენ. სხვა ფერებიც არსებობს, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია... ვისაც მწვანე ან ყვითელი ფერი აქვს მინიჭებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შავი ფერი შეიძლება მიენიჭოს მას, ვისი გადარჩენის მიზერული შანსი არსებობს (არასაომარ ვითარებაში ასეთი პაციენტების გადარჩენისთვის ექიმები იბრძვიან), მაგრამ საომარ ვითარებაში მისთვის დახმარების აღმოჩენა მიზანშეუწონელია, რადგან ერთი ასეთი კაცის გადარჩენის დროს, შესაძლოა, ათეულობით დაჭრილი დაიღუპოს.
ექიმების ნაამბობით, ტრიაჟის ერთ-ერთ ექიმთან მძიმედ დაჭრილი პაციენტი მიუყვანიათ. დაჭრილს უკვე ერთეული სუნთქვა აღენიშნებოდა, ამასობაში კი ათეულობით დაჭრილი სისხლისაგან იცლებოდა. ექიმმა მას შავი ფერი მიანიჭა. კოლეგებმა მორიდებით შეახსენეს, «გაშავებული» ჯარისკაცი შენი სიძეაო. ერთი კი შეყოვნებულა და... მე სხვაგვარად არ შემიძლია, - იყო პასუხი, - მის გადარჩენას რომ შევეცადო, ათეულობით ჯარისკაცი დამეღუპებაო. არ ვიცი, შესაძლოა, ასეთი გმირობა ბევრისთვის მიუღებელიც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა ერის გადარჩენის საკითხი დგება, ოჯახის წევრის სიცოცხლე ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება...
ექიმების ომი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის გადარჩენა იყო, სხვა არაფერი. საველე სამედიცინო ჰოსპიტლის ექიმებმა ხომ არნახული გმირობა ჩაიდინეს. ტყვიებისა და ბომბების წვიმაში ურთულეს ოპერაციებს ატარებდნენ და ასეულობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.

ხათუნა პაიჭაძე

http://kvirispalitra.ge

2008.08.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006