logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქართველმა ჯარისკაცებმა შეიძლება გერმანიაში იმკურნალონ

საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაზარალებულთა საერთო რიცხვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 526–ია. ანუ 526 ადამიანმა გაიარა და გადის სტაციონარულ მკურნალობას.
აქედან 70 მშვიდობიანი მოსახლეა, ხოლო დანარჩენი სამხედრო პირი. მათგან უმეტესობა ნამსხვრევი ჭრილობითაა საავადმყოფოში შემოსული. დღემდე მკურნალობას გადის 120 ადმიანი, აქედან 29 მშვიდობიანი მოქალაქეა. 9 აგვისტოს თავში გამავალი ჭრილობით შემოყვანილი ერთი სამხედრო გარდაიცვალა.
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის განყოფილების ხელმძღვანელის, შადიმან სახვაძის სიტყვებით, ”კლინიკამ ამ დღეებში დაახლოებით 60-მდე პაციენტი მიიღო. ნაწილი პაციენტებისა, რომლებიც შედარებით მსუბუქად იყვნენ დაჭრილები, სხვა სავადმროფოებში გადაიყვანეს, ნაწილი - ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. უმეტესწილად სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ დაბომბვების დროს მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით. დღეს დაახლოებით ორი მესამედი დარჩენილი პაციენტებისა სამხედროა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ჰქონდათ. თითქმის ყველას გაკეთებული აქვს ოპერაცია. ეს არის მკურნალობის პირველი ეტაპი. ცეცხლნასროლი დაზიანება ინფექციის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის დაზიანებად ითვლება. როდესაც ჭრილობები დაიხურება, პაციენტების გარკვეულ ნაწილს გასაკეთებელი ექნება სარეკონსტრუქციო ოპერაციები. საბოლოო განკურნებისათვის შესაძლოა რამდენიმე თვეც გახდეს საჭირო. ზოგს იმდენად რთული დაზიანება აქვს, რომ ძალზედ რთული სარეკონსტრუქციო ოპერაცია დასჭირდება.
სიცოცხლის თვალსაზრისით მძიმე პაციენტი განყოფილებაში არ არის, მაგრამ დაზიანების სიმძიმის თვალსაზრისით - რა თქმა უნდა, არიან. აქ ყველა პაციენტი უფასოდ მკურნალობს.
მთელი კლინიკა მუშაობდა როგორც ერთი გუნდი. პირველი ერთი კვირის განმავლობაში მან დღე და ღამე იმუშავა. ყველა პაციენტი იღებდა დროულ და კვალიფიციურ დახმარებას ამ დღეების განმავლობაში. საპატრიარქოდან მოგვაშველეს მონაზვნები და მორჩილები დედა ეფემიას ხელმძღვანელობით, რომლებიც ექთნისა და სანიტრის ფუნქციებს ასრულებდნენ.
გერმანიაში ჩვენს მეგობრებს დავუკავშირდით, რომლებიც მზად არიან დახმარება გაგვიწიონ, მაგალითად - ინსტრუმენტებით. განსაკუთრებით რთული პაციენტები, რომლებსაც ძალიან ძნელი და ძვირადღირებული რეკონსტრუქციული ოპერაციები დასჭირდებათ, შეიძლება იქაც კი მიიღონ სამკურნალოდ. ეს წინასწარი ინფორმაციაა.
განსაკუთრებით ხანგრძლივი თანამშრომლობა ჩვენ გერმანიის კლინიკებთან გვაკავშირებს. შტაუფერ კლინიკისგან (ულმის უნივერსიტეტის კლინიკა), რომელსაც დოქტორ მანფრედ ვიდემანი ხელმძღვანელობს, უამრავი დახმარება გვაქვს აქამდეც მიღებული. ასევე იენის უნივერსიტეტის კლინიკაში არიან მზად რომ დახმარება გაუწიონ ასეთ პაციენტებს. მოკლედ, მარტო არა ვართ. ჩვენს გვერდით არიან ჩვენი კოლეგები. მაგრამ რასაკვირველია, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს.

ნინო ძანძავა

http://presa.ge

2008.08.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006