logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    «ახლა იმისთვის ვლოცულობ, რომ შვილი გადამირჩეს»

ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი დაბომბა. ჩრდილოელი მეზობლის აგრესია მშვიდობიანი მოსახლეობისა და სტრატეგიული ობიექტებისკენაა მიმართული. დაიბომბა გორი, ფოთი, სენაკი, ონის რაიონი, მარნეული, ბოლნისი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, კოპიტნარი, ზემო აფხაზეთი, თბილისის 31-ე ქარხნის ტერიტორია, ზუგდიდის მისადგომები, დაიღუპა ათობით, ხოლო დაჭრილია ასობით ადამიანი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ სანდრო კვიტაშვილის თქმით, დაზარალებულთა რაოდენობა არაკონფლიქტურ რეგიონებში კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთა რაოდენობას აღემატება. სამწუხაროდ, დიდია დაჭრილთა რაოდენობა. ღუდუშაურის კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო დაჭრილთა მიღებას ვერ აუდიან. ძირითადად, აქ ხალხი გორის ჰოსპიტლიდან გადმოჰყავთ. დაჭრილების დასალოცად მიბრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. ვითარების დაძაბვის პირველივე დღიდან პატრიარქი საზოგადოებას გაძლიერებული ლოცვისკენ მოუწოდებს.
კლინიკის გენერალური დირექტორის, ზაზა სინაურიძის განმარტებით, კლინიკამ სულ 220 დაჭრილი მიიღო. პაციენტები, ძირითადად, გორიდან შემოყავთ. სრულად არის მობილიზებული მედპერსონალი და სასწრაფო დახმარების მანქანები.
ღუდუშაურის კლინიკაში არათუ ჟურნალისტებს, დაჭრილთა ახლობლებსაც კი უჭირთ შესვლა და, ალბათ, ეს ყველასთვის გასაგებია. შედარებით მსუბუქი დაზიანებების მქონე პაციენტები თავად ჩამოდიან კლინიკის ფოიეში და ახლობლებთან საუბარზე მეტ დროს მათთვის პასუხის გაცემას უთმობენ, ვინც ახლობლებსა თუ ოჯახის წევრებზე არაფერი იციან.
ღუდუშაურის კლინიკის ეზო სავსეა დაჭრილთა თვალცრემლიანი ოჯახის წევრებით, მაგრამ არ იგრძნობა პანიკა. ყველა იმედოვნებს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კონფლიქტის რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქენი, რომელთა დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, იმედის თვალით შეჰყურებენ საქართველოს ხელისუფლებას. კარგად იციან, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომია და თანაგრძნობას უცხადებენ ოს ხალხს. ”მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ ყველაფერი მოგვარდება. პრეზიდენტის იმედი გვაქვს...” - ასე ამბობენ ლტოლვილები.
დაჭრილების ახლობლებით იყო სავსე რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოც. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ირაკლი რუხაძის თქმით, ბოლო მონაცემებით მათთან 354 დაჭრილი მიიყვანეს. ” - ყველაფერი ეს მძიმე სანახავია და, ბუნებრივია, ყველანი განვიცდით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ან დაჭრილები, ან მათი ახლობლები პანიკაში არიან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაშავებულებს სათანადო დახმარება აღმოვუჩინოთ. მედპერსონალი სრულად არის მობილიზებული, უზრუნველყოფილი ვართ ყველა საჭირო მედიკამენტით”.
დაჭრილები მოინახულა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მედპერსონალისგან ინფორმაცია იმის შესახებაც მიიღო, რომ თბილისის საავადმყოფოები დაახლოებით 500 პაციენტზე მეტს ვეღარ დაიტევენ...
მძიმე იყო ეს დღე, კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა იყო იმედი. იმედი იმისა, რომ საქართველო შეძლებს რუსი აგრესორების მოგერიებას და ჩვენი ერთსულოვნებითა და სიმტკიცით ქვეყანას გადავარჩენთ...
უკანასკნელი მონაცემებით, 10 აგვისტოს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 354 დაჭრილია, ღუდუშაურის სახელობის კლინიკამ 220 პაციენტი მიიღო, მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოში ამ დროისათვის მკურნალობას 17 პაციენტი გადის, არამიანცის სახელობის I კლინიკაში 47 დაჭრილია და მათ კიდევ 24 პაციენტის მიღების საშუალება აქვთ, IV კლინიკურ საავადმყოფოში 78 დაზარალებული მკურნალობს და კიდევ 20 კაცს მიიღებენ, ხოლო ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალში დაახლობით, 60 დაჭრილი იმყოფება.

მაია მარგველანი

http://www.kvirispalitra.ge

2008.08.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006