logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ფსიქიატრიული პროგრამის პაკეტის ღირებულება

ორგანიზაცია "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში", ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, გაზარდოს ფსიქიატრიული პროგრამის პაკეტის ღირებულება, გათვალისწინებული იქნას ჰოსპიტალური მომსახურების ნაწილში ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის ხარჯები, 40%-ით გაიზარდოს ამბულატორიული და სარეაბილიტაციო კომპონენტის დაფინანსება, გაფართოვდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა და შეიქმნას პრევენციული და ადრეული ჩარევის პროგრამები.
ორგანიზაციის მონაცემებით, ღარიბი ქვეყნები ჯანდაცვაზე მთლიანი ბიუჯეტის ყველაზე დაბალ პროცენტს ხარჯავენ. ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით, ამ კუთხით, საქართველოს მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 2007 წლისთვის 3.3%-ს აღწევს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამის წილი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტთან შედარებით 4.1%-ს შეადგენს (2007 წ). ფსიქიატრიული დახმარების დაფინანსება, როგორც მთლიანი ეროვნული ჯანდაცვის დანახარჯის წილი, ყველაზე მაღალი 2001 წელს იყო (0.7%). ფსიქიატრიული დახმარების დაფინანსება 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით (მიმდინარე ფასებში) 2006 წელს 1.04 ლარს (0.59 დოლარს) შეადგენდა, ხოლო 2007 წელს ერთი მოქალაქის ფსიქიატრიულ მომსახურებაზე საბიუჯეტო დანახარჯი დაახლოებით 1.7 ლარს (დაახლ. 1 აშშ დოლარი) შეადგენდა.
"ფსიქიატრიული მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხების ზრდის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი ამის შემდეგ განუხრელად იკლებს: 2003 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს 0.80, 2004 წ - 0.75, ხოლო 2005 და 2006 წელს - 0.73 ლარს. ეს მონაცემები საგანგაშოა, რადგან გვამცნობს, რომ, ფაქტობრივად, მოსახლეობას მიეწოდება უფრო ნაკლები მომსახურება, ვიდრე 2002 წელს. 2008 წლის ფსიქიატრიული სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის 28.7% გათვალისწინებულია ამბულატორიულ მკურნალობაზე, 70.5% ჰოსპიტალურ დახმარებაზე, 0.8% კი - ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციაზე. პრევენციულ ღონისძიებებზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მკვლევარი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი.
ექსპერტთა გათვლებით, დაბალი შემოსავლების ქვეყნებისთვის ერთ სულ მოსახლეზე ბაზისური ფსიქიატრიული პაკეტით უზრუნველყოფის ხარჯი 1.85 - 2.60 აშშ დოლარს შეადგენს. ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, ფსიქიატრიული დახმარების დაფინანსება 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მაღალი 2002 წელს იყო 0.91 ლარი.

ჯი-ეიჩ-ენი

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2008.08.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006