logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რა ღირს საქართველოში მკურნალობა?

პარადოქსია, მაგრამ ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი დაახლოებით ას თხუთმეტი ლარით განისაზღვრება და გვარწმუნებენ, რომ ეს თანხა სავსებით საკმარისია, რათა ვიარსებოთ, თვით უმარტივესი ოპერაციაც კი (თუ შეიძლება ასე ითქვას), ყოველგვარი ოპერაციის შემდგომი გართულებების გარეშე, ჩვენთვის "გულუხვად გამოყოფილ" და გამიზნულ 115 ლარს მთლიანად აჭარბებს და მეტიც, საქართველოში არსებულ სახელმწიფო საავადმყოფოებში მკურნალობა კატასტროფულ თანხებს უკავშირდება.

ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საავადმყოფოებშიც კი საკმაოდ მაღალი ფასები მოქმედებს და საარსებო მინიმუმს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელი სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მკურნალობა უბრალო მოკვდავთათვის, მართლაც, რომ მიუწვდომელ თანხებს უკავშირდება. მაგალითისთვის, ისეთი მარტივი პროცედურაც კი, როგორიც არის კბილის ამოღების შემდგომი მკურნალობა, უფრო მარტივად და ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ღრძილზე რამდენიმე ნაკერის დადებაც კი 150 ლარი დაგიჯდებათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ყველა საავადმყოფოსთვის სახელმწიფო სტანდარტით მიღებული საერთო ფასებია დადგენილი (და არცთუ იაფი), მაგრამ ნებისმიერ ამ საავადმყოფოში ფასების საკუთარი, შიდა სტანდარტი მოქმედებს. რომელიც, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ სხვაობა არც ისე რადიკალურია.

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი ფასების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე იაფი მკურნალობის საფასური 124 ლარით განისაზღვრება (მაგალითად ეპილეფსიისა და ცერებრალური შეშუპების) და თანხის რაოდენობა, პაციენტის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, 3 300 ლარსაც კი აღწევს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აპენდიციტის ოპერაცია 726 ლარიდან იწყება და, მწვავე გართულების შემთხვევაში, 1500 ლარსაც კი აღწევს. თიაქარის ოპერაცია - 726-დან 1620 ლარამდე, ხოლო ბუასილის 467-დან 670 ლარამდე მერყეობს. საკმაოდ ძვირია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული ოპერაციები, მათი ფასი 2 275 ლარსაც კი აღწევს. პროსტატისა და პროსტატის ადენომას მკურნალობაც საკმაოდ ძვირად ღირებულია და საფასური 443 ლარიდან იწყება და პროსტატის კიბოს ოპერაციის საფასური 4 170 ლარიც კი ღირს.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მაღალი საფასურია სიმსივნის ოპერაციები, რაც, ალბათ, მათი სირთულიდანაც გამომდინარეობს. მაგალითად, თავის ტვინის ბაზალური და სუბცენტორიალური ოპერაცია - 5 000 ლარი, ხოლო თავის ტვინის აბსცესი 7 360 ლარიც კი ღირს. მწვავე პერიტონიტის ოპერაცია 2 650 ლარი ჯდება.
ცხვირის ძგიდის გამრუდების შემთხვევაში, ოპერაციის ფასი 650 ლარიდან 1200 ლარამდე აღწევს. უბრალო მოკვდავთათვის ასევე "ძვირი სიამოვნებაა" პირველადი გამოკვლევების ჩატარება, ექიმის კონსულტაცია, სულ მცირე, 20 ლარიდან იწყება, ხოლო თუ ქირურგიული ჩარევაც დაგჭირდათ, დაუზუსტებელი დიაგნოზის შემთხვევაში, სადიაგნოსტიკო ოპერაცია 912 ლარსაც აღწევს.

თითოეული საწოლ-დღის საფასურიც 40 ლარიდან იწყება და ყბა-სახისა და ნეიროქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში დღიური გადასახადი 145 ლარიც ღირს. ხოლო სახელმწიფო სტანდარტით, ავადმყოფისთვის ექვსი დღე კრიტიკული მდგომარეობა 2 177 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მედპერსონალის ხელფასებს, ოპერაციის ფასებთან შედარებით, მათი ანაზღაურება არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება, თუმცა, თითოეულ საავადმყოფოში ამ შემთხვევაშიც საკუთარი სტანდარტი მოქმედებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოებში ფასების ასეთი არნახული ზრდა დაზღვევის სიტემის განვითარებამაც განაპირობა. თუმცა, საკითხავია, რა ქნას იმან, ვისაც არც დაზღვევა გააჩნია, მისი ხელფასიც 200-დან 300 ლარამდე მერყეობს, შესაბამისად, არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სახელმწიფოს მხრიდანაც არანაირი დახმარებით არ სარგებლობს? ასეთი კი საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილია, ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივად განწირულები არიან.

შორენა ცივქარაშვილი

http://www.geotimes.ge

2008.07.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006