logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    როკის გვირაბი აფრიკული ცხელებით გვემუქრება

”ვერსიის” ინფორმაციით, საქართველოს როკის გვირაბიდან კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება - ღორის აფრიკული ჭირი, რომელმაც შარშან ჯერ დასავლეთ და შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს პირუტყვი გაწყვიტა, ჩრდილოეთ კავკასიაში მძვინვარებს. ამჯერად კი, განსხვავება ისაა, რომ აბსოლუტურად უკონტროლოდ დარჩენილი საზღვრიდან შემოაქვთ დაავადებული ხორცი, რომელიც საქართველოს ბაზრებში ისე შეიძლება მოხვდეს, რომ ვერაფერი გავიგოთ.
ცხინვალის მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთში გავრცელებული ღორის აფრიკული ჭირის გამო პანიკაშია. ამბობენ, რომ გარდაცვლილი თუ დახოცილი პირუტყვის ხორცი როკის უღელტეხილით ცხინვალში თავისუფლად შემოაქვთ. ჩრდილოეთ ოსეთში კი, აფრიკული ჭირი, იგივე მონტგომერის ვირუსი, რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.
ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ინფექციის წყარო დაავადებული ღორებია. დიაგნოზი - ”აფრიკული ჭირი” რუსეთის ვეტერინალური ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დასვა. ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაავადებასთან დამოუკიდებლად ბრძოლისთვის სათანადო ტექნიკა, მედიკამენტები და ფინანსები არ გააჩნია. ამიტომ, დახმარებას რუსეთს სთხოვენ.
მოსკოვმაც არ დააყოვნა და, ”აფრიკულ ჭირთან” ბრძოლაში ჩაერთო. დაავადების ლიკვიდაციის მიზნით, შესაბამისი ზომები უკვე ტარდება - რესპუბლიკის ბიუჯეტიდან სადეზინფენქციო ტექნიკისა და წამლების შესაძენად 2 მილიონ 600 ათასი რუბლი გამოიყო, ირაფის რაიონსა და ე.წ. წითელ ზონაში კარანტინი გამოცხადდა, ღორების მასობრივი განადგურებაც დაწყებულია. მარტო აღნიშნულ რაიონში 18 ათასი ღორი უნდა დახოცონ. უკვე განადგურებული ათასი საქონლიდან კი დაავადებული 200 სული აღმოჩნდა.
ცხოველები დახურულ შენობაში ჰყავთ გამომწყვდეული და მოსახლეობას მათთან მიახლოებას უკრძალავენ. გზებზე სადეზინფექციო ტექნიკაა მობილიზებული - დეზინფექცია უტარდება ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეთა ფეხსაცმელს. მოსახლეობას ასევე, ეკრძალება ცხოველების გარეთ გამოშვება. წესების დარღვევის შემთხვევაში, ”დამნაშავეს” დააჯარიმებენ.
ასევე, აკრძალულია ჩრდილოეთ ოსეთიდან ღორის, ან ღორის ხორცის გატანა. თუმცა, ირკვევა შემოვლითი გზებით, დაავადებული ხორცი ცხინვალში შემოდის და არ არის გამორიცხული, ხორცი დანარჩენი საქართველოს ბაზარზეც მოხვდეს.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი კობა ჯამაშვილი ამბობს: ჩვენთან 2008 წლის აგვისტოს მერე, ეს დაავადება აღარ დაფიქსირებულა. რეგულარულად ვატარებთ მონიტორინგს, მათ შორის, საზღვრისპირა რეგიონებშიც. ჯერჯერობით დადებითი პასუხი არ გვაქვს. თუკი დაავადება შემოვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულ მზადყოფნაშია... ამჟამად, საზღვრებზე სადეზინფექციო ღონისძიებები არ ტარდება, რადგან ჯერ არ გვჭირდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი თინა ონაშვილი აღნიშნავს: მართალია, ჩვენთან ეს დაავადება უფრო ადრე იყო დაფიქსირებული, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მაშინ იქ არ იყო. ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიებზე, თუნდაც, რუსეთსა და სომხეთში შეიძლება იყო, მაგრამ არ გაამხილეს. შესაძლოა, ახლა გაამხილეს, რადგან უკვე ეპიდემიაა. საერთოდ, ეს ისეთი ვირუსია, ერთხელ თუ დაფიქსირდა ქვეყანაში, შესაძლოა, წლების განმავლობაში, თავიდან ვერ მოვიცილოთ, ვინაიდან ვირუსის რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ღორი, ან ტკიპები, რომლებიც ბუნებაშია. ამჟამად, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ აფრიკული ცხელება ჩვენთან არ არის, მაგრამ ჯერჯერობით სიკვდილიანობა არ ფიქსირდება.
დაავადებულ ხორცს ვიზუალურად სისხლჩაქცევები აღენიშნება კანსა და კანქვეშ.
საბაჟოს გაკონტროლება ვერ ხერხდება. საქართველოდან ამ მიმართულებით პროდუქტის ექსპორტიც აკრძალულია. ამიტომ, შესაბამისი ორგანიზაციები სასწრაფოდ უნდა ჩაერთონ ამ საქმეში, რომ უბედურება არ დატრიალდეს.

http://presa.ge

2008.07.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006