logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ყირგიზეთში სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ახალი კერა გაჩნდა

სპეციალისტებმა ყირგიზეთის სამხრეთ რაიონში ციმბირის წყლულის ახალი კერა აღმოაჩინეს. ოშის ოლქში ამ დიაგნოზით საავადმყოფოში ექვსი ადამიანი მოხვდა. ახალი კერა დაფიქსირებულია ოშის ოლქის არავანის რაიონში.
როგორც ირკვევა, 30 ივნისს სოფელ დოსტუკის მცხოვრებმა იძულებით, ვეტერინარული მოწმობის გარეშე დაკლა დაავადებული საქონელი, რის შედეგადაც ინფიცირებული ხორცი საკვებში 167-მა ადამიანმა გამოიყენა. ექვსი მათგანი დაავადდა. დანარჩენ მოქალაქეებს ექიმები აკვირდებიან. ექსპერტიზამ ციმბირის წყლულის არსებობა დაადასტურა. გარდა ამისა, ვეტერინარებმა გამოიკვლიეს და ბეტონის ფენით დაფარეს ადგილი, სადაც დაავადებული ცხოველი დაკლეს, დარჩენილი ხორცი კი დაწვეს. სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეპიდემიის საწინააღმდეგო და ეპიზოოტიის საწინააღმდეგო სამუშაოები, ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ვაქცინაცია.
ამას წინათ მეზობელ ჯალალ-აბადის რაიონში ციმბირის წყლულის დიაგნოზი 7 ადამიანს დაუსვეს. სულ საავადმყოფოში 28 კაცი აღმოჩნდა. ერთი გარდაიცვალა. 475 ადამიანი - მათი ნახევარი 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან - იმის გამო, რომ დაავადებულ ცხოველებთან ჰქონდათ კონტაქტი, პროფილაქტიკურ ამბულატორიულ მკურნალობას გადის.
მასალები ვეტერინარულ-სანიტარული წესების დარღვევის ფაქტზე, რაც ადამიანების ციმბირის წყლულით დაავადების საფუძველი გახდა, ჯალალ-აბადის ოლქის პროკურატურაშია გადაცემული.
ციმბირის წყლული - მწვავე გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა. სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში ის ლეტალურად მთავრდება. ექიმების მონაცემებით, ყირგიზეთის ტერიტორიაზე ციმბირის წყლულის მრავალი ბუნებრივი კერა არსებობს.
როგორც წესი, ადამიანებში დაავადების გავრცელების მიზეზი ვეტერინარული ნორმების დარღვევაა. დაავადებული ცხოველების პატრონები ჩუმად კლავენ მას და ხორცს ყიდიან.

http://newsgeorgia.ge

2008.07.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006