logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმებს უფლება მიეცემათ, ოპიოიდები საკუთარი შეხედულებისამებრ გამოწერონ

რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც უკურნებელი სენით არიან ავად, მაგრამ ექიმისაგან სასურველი დოზით გამაყუჩებლებს ვერ იღებენ? მათ ალტერნატივა არ გააჩნიათ და ისღა დარჩენიათ, სიცოცხლის ბოლო წუთები ტკივილით ტანჯვაში გაატარონ, ეს მაშინ, როცა თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე ფართოდ არის წარმოდგენილი ტაბლეტირებული სახის გაცილებით იაფი მორფი, მაგრამ არა საქართველოში, რა თქმა უნდა.
ამ პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო ბაზის მომზადება, სპეციალისტთა გადამზადება და პაციენტის უფლების ზედმიწევნით დაცვა სჭირდება. როგორც იქნა, საქართველოში დაიწყო მუშაობა ამ კუთხით და მალე საკანონმდებლო ცვლილებებიც გვექნება, მაგრამ ეს პროცესი ვერაფრით დააიმედებს მძიმე ავადმყოფებს, რადგან იგი 2010 წლამდე გაგრძელდება-გაიწელება. საქართველოში უკვე დაიწყო ტკივილის პრობლემაზე მუშაობა შესაბამისი პროექტით.
პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქალბატონი ფატი ძოწენიძე ამბობს, რომ ტკივილი ერთ-ერთ ძირითად სიმპტომს წარმოადგენს იმ პაციენტებში, რომლებიც აღარ ექვემდებარებიან მკურნალობას. ტკივილი ზღუდავს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, აღარ აძლევს საშუალებას, სიცოცხლის ბოლო დღეებში იფიქრონ მათთვის სანუკვარ ოცნებაზე, საქმიანობაზე, ურთიერთობაზე. ტკივილი არ აძლევს მათ საშუალებას, ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრება. მთავარი მიზანია, სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს ასეთ ადამიანებში.
დაახლოებით 2000 წლიდან დაიწყო პალიატიური მზრუნველობა საქართველოში. დაარსდა პირველი ჰოსპისი ონკოპრევენციის ცენტრში. შეიქმნა მობილური გუნდები, რომლებიც დადიან ოჯახებში და მზრუნველობას უწევენ ასეთ პაციენტებს. ვინც უშუალოდ ჰოსპიტალშია მოთავსებული, ტკივილის გაყუჩების მხრივ უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, რადგან იქ არის მკაცრი რეგულაცია და ექიმი თავისი შეხედულებით უწერს გამაყუჩებელს. როდესაც პაციენტი ბრუნდება სახლში, ის გადადის ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ და ხშირად ვერ კმაყოფილდება საჭირო დოზის ტკივილგამაყუჩებლით.
წინსვლა შეიმჩნევა იმ კუთხით, რომ უახლოეს დღეებში დამტკიცდება საკანონმდებლო ცვლილებები: ადრე თუ საგანგებო კომისია უნდა შემდგარიყო ონკოპრევენციის ცენტრში, რომელიც ადგენდა გამაყუჩებლის დოზას, დოზის მოსამატებლად კი საჭირო ხდებოდა ხელახლა კომისიის შეკრება, ეს პროცესი გამარტივდება. ყველა ექიმი გაივლის ტრენინგს და პოლიკლინიკის ექიმს უფლება ექნება, გამოწეროს ოპიოიდი პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ანუ საკუთარი შეხედულებისამებრ. თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება და არსებობს ძლიერი სტიგმა. ვინაიდან ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ძალზე სერიოზულია საქართველოში, რატომღაც ეს ფარავს ამ პრობლემას, ანუ ტკივილგაყუჩების ლეგალური ბრუნვისათვის ნარკოტიკების გამოყენებას.
უნდა გაივლოს ზღვარი ნარკოტიკების ლეგალურ და არალეგალურ ბრუნვას შორის. იმას, რაც ლეგალური გზით, ანუ სამედიცინო მიზნით გამოიყენება, სახელმწიფო შეისყიდის და განსაზღვრული ოდენობაა. ამ ოდენობას ადგენს საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის ბიურო. ამ ბიუროს ვიზის გარეშე სახელმწიფო ნარკოტიკს ვერ შეისყიდის, ანუ ის სწავლობს, რამდენად ადეკვატური და რეალურია სახელმწიფოს მოთხოვნა, ამტკიცებს ამ მოთხოვნას და შემოაქვს სახელმწიფოს ეს საშუალებები. მაგრამ, ვინაიდან ძალიან მკაცრი კონტროლი მიდიოდა ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფარმაცევტული კომპანიებიც ერიდებიან ოპიოიდების შემოტანას. არ მიიჩნევა მათი შემოტანა პრიორიტეტულად.
არ შემოდის პრეპარატის შესაბამისი ფორმები და დოზები ტკივილის გასაყუჩებლად, რომლებიც სჭირდებათ ჩვენს პაციენტებს. თბილისში, მაგალითად, მეზობელი გაუკეთებს ავადმყოფს ნემსს, მაგრამ რეგიონებში, სოფლებში, სადაც საკმაოდ დაცილებულია სახლები ერთმანეთისგან და ვერ იკეთებს თავად ნემსს, რა ქნას ისეთმა პაციენტმა? მხოლოდ ამპულირებული ფორმით ხდება პაციენტების უზრუნველყოფა. გარდა იმისა, რომ დამატებით ტკივილთან არის დაკავშირებული ინექცია - ნემსი უნდა იჩხვლიტოს, ერთი ინექცია უფრო ძვირიც უჯდება პაციენტს, ანუ ზედმეტ ხარჯებთან და ტკივილთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ტაბლეტირებულს უფრო მეტი აქვს მოქმედების ხანგრძლივობა.
გამაყუჩებლის გაცემა კვირაში ორი დღის მანძილზე ხდება და, თუ პაციენტს უცებ დასჭირდა დოზის მომატება, რეალურად არ ექნება საშუალება, გამოიტანოს.
პრობლემას წარმოადგენს ექიმების განათლებაც, ვინადან არ ისწავლებოდა ტკივილის მართვა. ამიტომ ექიმებმა არ იციან, რომ ოპიოიდები აუცილებელია საშუალო და ძლიერი ტკივილის სამართავად, როდესაც აღარ ემორჩილება მარტივ ტკივილგამაყუჩებელს. კიდევ, ექიმებს აქვთ შიშის ფაქტორი. როდესაც შეიცვლება კანონმდებლობა, მათ უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი ტკივილგამაყუჩებლების გამოწერის თაობაზე და უფლება-მოვალეობებზე.
არც პაციენტებმა იციან, რომ მათ აქვთ უფლება, არ სტკიოდეთ, რომ კანონით ეკუთვნით ეს მომსახურება. მაგრამ, დღეს რომ მოითხოვოს ადამიანმა ამ კუთხით უფლების დაცვა, ვერც დაიცავს მორფის ტაბლეტირებული ფორმების არარსებობის გამო. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებებმა შეიძლება გაამარტივოს ეს ბარიერები ჩრდილში მოქცეული ადამიანებისათვის, რომელთაც სტკივათ და მათი პრობლემა პრიორიტეტული არ არის საქართველოში.
კანონში არის ჩანაწერი, რომ სომატური დაავადების მქონე ადამიანს, რომელიც აღარ ექვემდებარება მკურნალობას, აქვს უფლება, ტკივილის შემთხვევაში მიიღოს ოპიოიდები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2008 წლის მარეგულირებელ დოკუმენტში შესყიდული პრეპარატები მხოლოდ ონკოპაციენტებისთვის არის, ანუ ხშირად ვხვდებით ურთიერთგამომრიცხავ სიტუაციას კანონსა და მარეგულირებელ აქტებში.
როცა ადამიანს ძლიერი ტკივილი აქვს და ექიმი გამაყუჩებელს არ უნიშნავს, ოჯახი იძულებული ხდება, არალეგალური გზებით მოიპოვოს გამაყუჩებელი. ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ლეგალური ბრუნვის ფარგლებში.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.07.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006