logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    11 ივნისიდან საქართველოში დაავადებული ბრაზილიური ხორცის იმპორტი ხორციელდება

საქართველოს შესაძლოა, საქონლის სტომატიტის ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდეს. ამის მიზეზი კი ქვეყნაში იმპორტირებული ხორცპროდუქტებია. გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბრაზილიური ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან იქ საქონელი ვაზიკულარული სტომატიტით არის დაავადებული. ბრაზილიური ხორცის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააწესა. რუსული საინფორმაციო სააგენტოს “ვებაგროს” ინფორმაციით, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ მსხვილფეხა საქონლის ხორცის პროდუქტებზე, რომლებიც 2008 წლის 11 ივნისამდე არის გამოშვებული.
ადგილობრივი ხორცპროდუქტების ბაზარზე ბრაზილიურ ხორცს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ქართული წარმოებებიც სწორედ ამ პროდუქტს იყენებენ. ამ სეგმენტში სახელმწიფოს კონტროლი მინიმუმამდე არის დაყვანილი. რა ზომებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება ეპიდემიის გავრცელებისას, ჯერ უცნობია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ორგანიზაცია OIE-დან ბრაზილიური საქონლის ხორცის იმპორტის აკრძალვაზე რეკომენდაცია ჯერ არ მიუღია, ამიტომ მას ამ წარმოშობის ხორცის იმპორტის დამოუკიდებლად აკრძალვა არ შეუძლია. OIE (Office International des Epizooties) არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1924 წელს შეიქმნა. 2003 წლის მაისში ორგანიზაცია გარდაიქმნა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციად (World Organization for Animal Health) გარდაიქმნა, თუმცა იგი კვლავინდებურად ისტორიულ სახელს ინარჩუნებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აცხადებს, ბრაზილიური ხორცი ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ ძვირია და ამ წარმოშობის პროდუქციის იმპორტი მცირე რაოდენობით ხორციელდება. შესამაბისად, დაავადების გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი.
სამინისტროსგან განსხვავებით, განსხვავებული სტატისტიკის მაჩვენებელი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საქართველოში ბრაზილიური ხორცის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია “ფრუკტინა ფრეშია”. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათ ბრაზილიიდან ხორცი უკვე ექვსი თვეა აღარ შემოუტანიათ. მიზეზად კი ხორცის გაძვირებას ასახელებენ.
საბაჟო დეპარამენტზე დაყრდნობით, არასამთავრობოების ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს ბაზარზე ძირითადად, ინდური საქონლის, ხოლო არგენტინული და ბრაზილიური ღორის ხორცი შემოდის. სამივე მათგანი დაბალხარისხიანია და საკმაოდ იაფიც ღირს. საქართველოში იმპორტირებული ხორცის ყველაზე დიდი წილი ინდოეთზე მოდის. მაგალითად, ერთი კილოგრამი ინდური ხორცის შემოტანა სულ რაღაც 70 ცენტი ჯდება. თითქმის ასეთივე ღირებულებისაა არგენტინული და ბრაზილიური ხორციც. ძვირია ევროპული წარმოების ხორცპროდუქტები: საფრანგეთიდან შემოსული ხორცის ღირებულება 1 კგ - 23.50 ლარია, გერმანიიდან შემოსულის - 11 ლარი და 15.07 ლარი. ინდოეთიდან შემოსულის - 1.30 ლარი, ხოლო თურქეთიდან შემოსული - 8 ლარიანი ხორცია.
ბაზარზე კონტროლის საწარმოებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ ერთი ბარიერი ექნება გადასალახი. ეს არის 2007 წელს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი, რომელიც არა მარტო ხორცპროდუქტებზე, საერთოდ საკვებ პროდუქტზე, ზედამხედველობას კრძალავს.

http://pressa.ge

2008.07.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006