logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აქროლადი გამხსნელების მომხმარებლები ძირითადად ქუჩის ბავშვები არიან

ნარკოტიკული ნივთიერებებით დაინტერესების მიზეზთა შორის მათ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაც სახელდება. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ქსელში შემავალ ორგანიზაციებში ამბობენ: ახალგაზრდებს რომ გააჩნდეთ ინფორმაცია, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების თუნდაც ერთხელ გასინჯვას, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება აღარ მიიღო. როგორც ფსიქო-სოციალური დახმარებისა და კონსულტაციის ცენტრ "ახალ გზაში"ამბობენ, ნარკოტიკული ნივთიერებები ადვილად ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში და ნარკობიზნესიც არ უჩივის კლიენტთა სიმწირეს.
მაინც რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ნარკოტიკული ნივთიერება მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე? მარიხუანით (პლანი, ანაშა, ჰაშიში, კანაფი, კანაბისი) თუ დავიწყებთ, იგი გამომშრალი კანაფის (კანაბისი) ფოთოლია, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინზე. ადამიანი მისი მოხმარების შემდეგ კარგავს კონტროლს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. სხვადასხვა ადამიანზე ეს ნივთიერება განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს. იგი "ურტყამს" თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას, ემოციებსა და განსჯას, არღვევს ასევე თავის ტვინის იმ უბნების მოქმედებას, რომელიც კოორდინაციას განაგებს, ეს კი იწვევს მოძრაობის დარღვევას, ქმნის ავტოავარიების მაღალ რისკს. ის, რომ "პლანის" ერთხელ მოწევამ ვინმესთვის შეიძლება უპრობლემოდ ჩაიაროს, არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოხმარება სერიოზულ რისკს არ ქმნის. ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზის მსგავსი მდგომარეობა - მხედველობითი და სმენითი მოჩვენებები და შიშები.
"პლანის" მოწევა იწვევს პრაქტიკულად განუკურნებელ ფსიქიკურ აშლილობას, როგორიცაა "ჰაშიშური ფსიქოზი", ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას. "პლანის" მოხმარება თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, განსაკუთრებით მოზარდებში. ამ ცვლილებების ზეგავლენით ქვეითდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მცირდება თავის ტვინის უჯრედების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობს აზროვნების ყველა პროცესში, ხდება აზროვნების შენელება, აღქმის მოშლა, აღინიშნება ჭკუასუსტობაც.
რაც შეეხება მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის სიმპტომებს: წითლდება თვალების ლორწოვანი გარსი, იწყება ანთება, გუგების გაფართოება, გულისცემის აჩქარება. მომატებულია არტერიული წნევა. ადამიანი მოდუნებულია, გადაადგილება შენელებული აქვს და მოძრაობა - დარღვეული, სხეულის ტემპერატურა ცვალებადობს; აწუხებს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, შიმშილის გრძნობა, ეიფორია, შფოთვა, უაზროდ ბევრს ლაპარაკობს, ირღვევა დროისა და სივრცის შეგრძნება, ადამიანს პათოლოგიურად ეცვლება სმენა და მხედველობა, აქვს მოჩვენებები.
ნარკოტიკული თრობის გამოწვევის მიზნით გამოიყენებენ აქროლად საინჰალაციო საშუალებებსაც, რაც ნარკოდამოკიდებულების უმძიმეს ფორმას იწვევს. აქროლად გამხსნელებს ნერვულ სისტემაზე ძლიერი მომწამვლელი ზემოქმედება ახასიათებს, რის გამოც ხშირად ამ ნივთიერებებს - ტოქსიკურს, მათ მომხმარებლებს კი ტოქსიკომანებს უწოდებენ. საინჰალაციო საშუალებებს განეკუთვნება სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის აქროლადი ორგანული გამხსნელები, რომელიც შედის წებოების, საღებავების, საწვავი სითხეების და სხვათა შემადგენლობაში. სიიაფისა და ადვილად ხელმისაწვდომობის გამო აქროლადი გამხსნელების მომხმარებლები ძირითადად მშობლების მზრუნველობას მოკლებული, ე.წ. "ქუჩის ბავშვები" არიან. ასეთი ნივთიერებების მოხმარება აზროვნების, მეხსიერების და აღქმის პროცესების ძლიერ დარღვევებსა და ჭკუასუსტობას იწვევს. საინჰალაციო საშუალებების პირველი შესუნთქვისთანავე აღინიშნება მოჩვენებები, პირღებინება, თავის ტკივილი, გულის მუშაობის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა; შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის მოშლა და სიკვდილით დამთავრდეს. აქროლადი გამხსნელების ერთჯერადი მიღებაც კი შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს.
რაც შეეხება სტიმულატორებს, რომელშიც მოიაზრება კოკაინი, ეფედრინი, ამფეტამინი, გავრცელებული კოქტეილები - "ვინტი" "ჯეფი", მოქმედებენ ძირითადად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და მათ აღგზნებას იწვევენ. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, სტიმულატორები ქიმიურად ძალიან აქტიური ნივთიერებებია, იოლად არის შესაძლებელი მათი სიცოცხლისათვის უსაფრთხო დოზის გადაჭარბება, მწვავე მოწამვლის განვითარება. ამ დროს აღინიშნება ძლიერი მოუსვენრობა შფოთვითა და გაღიზიანებადობით, უძილობა, აუტანელი თავის ტკივილი, გულისცემისა და არტერიული წნევის მატება, აღინიშნება კრუნჩხვები. სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლით, სხეულის გაუწყლოებით და გადახურებით.
სტიმულატორების ქრონიკული მოხმარებისას ვითარდება ფიზიკური და ფსიქიკური დაზიანებები - ყველაზე ხშირად ვითარდება ფსიქიკური აშლილობა - დეპრესია, პანიკური და მანიაკალური მდგომარეობა, ფსიქოზური - შიზოფრენიული სიმპტომები. ფსიქოზური რეაქციები შეიძლება ერთჯერადი მოხმარებითაც განვითარდეს. დღეს გავრცელებულ იაფფასიან კოქტეილებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმის პერმანგანატის ხსნარს, ზემოთ ჩამოთვლილ ფიზიკურ და ფსიქიკურ დაავადებებთან ერთად ახასიათებს პარკინსონის დაავადების მდგომარეობის განვითარება - ხელების კანკალი.
დამახასიათებელია ასევე უმადობა, უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ეიფორია, ემოციური და ფიზიკური აღგზნება, უაზრო, გადაჭარბებული მოძრაობა, საკუთარი თავის მიმართ დაუნდობლობა და სიცოცხლის ხელყოფაც კი.
დეპრესანტებიდან (ტრანკვილიზატორები, ანუ დამამშვიდებლები, ბარბიტურატები, საძილე საშუალებები) ზოგიერთ მათგანს ექიმები ავადმყოფებს უნიშნავენ დასამშვიდებლად. ბევრი ფიქრობს, რომ მათი მიღება უხიფათოა და თვითნებურადაც შეიძლება, მაგრამ მათი ხანგრძლივად გამოყენებაც მიჯაჭვულობას იწვევს. ამ პრეპარატზე დამოკიდებულებს უყალიბდებათ უმძიმესი "აღკვეთის სინდრომი", ანუ ლომკა გაუსაძლისი ტკივილებით. აღინიშნება გულყრა, მეხსიერებისა და ყურადღების მკვეთრი დეფექტი, დეპრესია, თვითმკვლელობის მცდელობა, მეტყველების შენელება და გაღარიბება, აზროვნების დაქვეითება, რაც შესაძლოა ჭკუასუსტობით დამთავრდეს. საძილე და დამამშვიდებელი ნივთიერებები ერთჯერადი მოხმარებისთვისაც კი ძალიან სახიფათოა. მათ შეიძლება გამოიწვიონ სუნთქვისა და გულის მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა და სიკვდილი.
რაც შეეხება ოპიოიდებს, ამ ჯგუფს მიეკუთვნება მორფიუმი, ჰეროინი, კოდეინი, სუბუტექსი. ეს ნივთიერებები ოპიუმისგან მიიღება ან სინთეზურად მზადდება და იმავე თვისებებით ხასიათდება, როგორითაც ბუნებრივი ოპიატები. ოპიოიდებს ხშირად ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებსაც უწოდებენ. როდესაც სხვა გამაყუჩებლები აღარ მოქმედებს, მათი უმრავლესობა გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად, თუნდაც სიმსივნური დაავადებების დროს.
სუბუტექსი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისას. საქართველოში მას ინტრავენურადაც მოიხმარენ, რაც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ფსიქიკასა და სხეულზე, როგორც სხვა ოპიატები. მათი მიღება ექიმის სპეციალური დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
ოპიოიდების მოხმარების შედეგად ხშირად ვითარდება მწვავე მოწამვლა, რომლის დროსაც აღინიშნება სუნთქვის შენელება ან არაბუნებრივი სუნთქვა, ფილტვების შეშუპება, გულის რიტმის მოშლა, ხშირია ფილტვისა და ტვინის შეშუპება, რაც სიკვდილით მთავრდება.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.07.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006