logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მეზოთერაპიით ქართველი მედიკოსები დაინტერესდნენ

ესა თუ ის ორგანო ტკივილით თუ შეგახსენებთ თავს და ექიმი ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნის ნაცვლად ზუსტად მტკივან ადგილზე ნემსით შეიყვანს მცირე დოზით წამალს, ე.ი. მეზოთერაპიას იყენებს. მეზოთერაპია ქართული მედიცინისთვის ჯერჯერობით ახალი ხილია.
შარშან საქართველოში სამედიცინო ცენტრ "მარჯანის" ბაზაზე დაფუძნდა მეზოთერაპიის ასოციაცია. წელს ასოციაციამ პრეზენტაცია-კონფერენცია გამართა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილისს ესტუმრა მეზოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი ფილიპ პეტი, რომელიც ამ უნიკალური ტექნიკის ერთ-ერთი დამფუძნებელია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ტექნიკა საინტერესო და გამოყენებადია და ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე უკვე ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი თერაპიულ სფერში, კერძოდ, რევმატოლოგია, სტომატოლოგია, სპორტული მედიცინა, უროლოგია, გინეკოლოგია, დერმატოლოგია და ესთეტიკური მედიცინა უკვე ინტენსიურად იყენებს ამ ტექნიკას, რადგან არის მარტივი, ეფექტური, უვნებელი და, რაც მთავარია, მკურნალობა მაქსიმალურად უახლოვდება დაავადებულ ზონას. ასოციაციის შექმნის აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ეს უნიკალური ტექნიკა დაინერგოს, განვითარდეს, დამკვიდრდეს საქართველოში და ამიერკავკასიის სამედიცინო სფეროში, გახდეს ლეგალური და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიზანმიმართული და კვალიფიციური გამოყენება. როგორც ასოციაციის წევრმა, ქალბატონმა მარინე თუშიშვილმა აღნიშნა, მეზოთერაპიის ტექნიკის გამოყენება მედიცინის არაერთ დარგს შეუძლია.
მისი პრინციპი ექვემდებარება შემდეგ გამონათქვამს: იყოს ცოტა, იშვიათად და საჭირო ადგილას, ანუ აქ ფიგურირებს შპრიცი და პრეპარატები, ტექნიკაა შემუშავებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთიერების კანში შეყვანა ზუსტად იმ ადგილას, სადაც საჭიროა, ტკივილს კარგად ხსნის და მთელი კვირის განმავლობაში ზემოქმედებს. ნებისმიერ ექიმს შეუძლია, ეს გამოიყენოს. ტკივილის დროს პრეპარატის მიღებისას იგი კუჭიდან უნდა გავიდეს მთელ ორგანიზმში და მხოლოდ შემდეგ მივა მცირე დოზით მტკივან ადგილას. მეზოთერაპია ითვალისწინებს იმას, რომ ლოკალურად, მტკივან ადგილას ხდება პრეპარატის შეყვანა მცირე დოზით და არ იწვევს კუჭის გაღიზიანებას. დღეისათვის საქართველოში ამ კუთხით სწავლება არ არსებობს, თუ ვინმე არ მოიწვიეს უცხოეთიდან. ამის ლეგალიზება და იმ სპეციალისტების გაერთიანებაა საჭირო, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. ბატონი ფილიპი უკვე მესამედ იმყოფება საქართველოში. მან ჩაატარა მასტერკლასები და პირველი დონის სერთიფიკატებიც გასცა.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.06.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006