logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ველფეარ ფაუნდეიშენი" ხვალ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ველფეარ ფაუნდეიშენი" ხვალ სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. Adam Smith International-ის მხარდაჭერით თბილისში ჩატარებული კვლევის მიზანს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის სხვადასხვა ასპექტის (ფინანსური, გეოგრაფიული, ინფორმაციული) გამოკვლევა წარმოადგენდა. "კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პროგრამის ბენეფიციარები ზოგადად ინფორმირებულები არიან სახელმწიფოს მიერ მათთვის დაწესებული შეღავათების შესახებ, თუმცა ინფორმაცია, რომელსაც ისინი ფლობენ, მეტად მწირი და არასრულყოფილია. ყველაზე მწვავედ ბენეფიციართათვის დამატებითი გამოკვლევებისა და მედიკამენტების შესაძენად გაწეული ხარჯების პრობლემა დგას, რაც საბოლოოდ მკურნალობის შედეგზე აისახება და ხშირად მათ მკურნალობაზე უარის თქმა უხდებათ", - აცხადებენ "ველფეარ ფაუნდეიშენში". მათივე თქმით, ბენეფიციარები სამედიცინო დაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად კმაყოფილნი პროგრამის არსებობით არიან და სამომავლოდ პროგრამის გაუმჯობესების გზებს სადაზღვევო პაკეტის გაფართოებასა და მასში მეტი გამოკვლევისა და მედიკამენტების უფასო ჩართვაში ხედავენ. დაინტერესებულ მხარეთა (პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს, სახელმწიფო სუბსიდირების სააგენტოს წარმომადგენლები) კვლევის ანალიზმა კი აჩვენა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის კერძო კომპანიების მიერ დაზღვევის პროცესი ზედმიწევნით ფრთხილად და სათანადო რეგულაციების შემუშავების ფონზე უნდა წარიმართოს, რათა მკაფიოდ განისაზღვროს ამ პროცესში ჩართული ყოველი მხარის პასუხისმგებლობებისა და უფლებების საკითხი. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს იმ რისკების კარგად შესწავლა და გათვალისწინება, რომლებიც ჯანდაცვის კერძო სადაზღვევო ბაზრის ფუნქციონირებას უკავშირდება.

http://pirveli.com.ge

2008.06.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006