logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სემინარი თემაზე "ბავშვის განვითარების შეფასების თანამედროვე პრინციპების ინტეგრაცია პედიატრიის სასწავლო კურიკულუმში"

26-27 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სემინარი "ბავშვის განვითარების შეფასების თანამედროვე პრინციპების ინტეგრაცია პედიატრიის სასწავლო კურიკულუმში" გაიმართება. სემინარი პედიატრიული პროფილის მიმართულებებისა და თბილისის მასშტაბით არსებული სხვა სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაიმართება. სემინარის მონაწილეებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ჯებაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და თსსუ-ის რექტორი გია მენაბდე მიესალმებიან. კლინიკური მიმართულების ფარგლებში ბავშვის განვითარების ნაციონალური ცენტრის თსსუ-ის კლინიკურ ბაზაზე დაარსებაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, 2006 წელს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და UNICEF-ის პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საპარლამენტო ალიანსი ჩამოყალიბდა. აღნიშნული პარტნიორული ურთიერთობით თსსუ-მ ქვეყანაში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინოვაციური პრაქტიკის, გამოცდილებისა და მტკიცებულებებზე დამყარებული სამეცნიერო მიდგომების გავრცელებას ჩაუყარა საფუძველი. ამასთან, 2008 წლიდან პედიატრიის სარეზიდენტო სასწავლო კურიკულუმში უკვე მომზადებული ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების მოდულების ინტეგრაცია და საოჯახო მედიცინის სარეზიდენტო კურსისათვის ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების მოდულების მომზადება და კურიკულუმში ინტეგრაციაა დაგეგმილი. ამჟამად მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის ყველა სტუდენტისთვის ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სავალდებულო მოდული შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული სესიების ჩათვლით ხელმისაწვდომია.

http://pirveli.com.ge

2008.06.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006