logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გამოეთხოვეთ სათვალეს ერთხელ და სამუდამოდ!

დღესდღეობით, გლობალური კომპიუტერიზაციის პირობებში ძნელად ნახავთ ადამიანს, მხედველობის პრობლემა რომ არ ჰქონდეს. 40 წლის ზევით ყოველი ათი ადამიანიდან ცხრას მხედველობის კორექცია სჭირდება რეფრაქციის ამა თუ იმ მანკის (ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის) ან პრესბიოპიის (ასაკობრივი საკითხავი სათვალის საჭიროება) გამო. საბედნიეროდ, თუ ტექნიკური პროგრესი გარკვეულწილად ხელს უწყობს მხედველობის პრობლემების განვითარებას, იგივე შეიძლება ითქვას მათი გადაჭრის საშუალებებზეც. პირველ რიგში, ეს ეხება ექსიმერლაზერულ ოპერაციებს, რომლებიც ბოლო 20 წელია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ლაზერული ოპერაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც თვალისთვის, ასევე მთლიანად ორგანიზმისათვის. ოპერაციის დროს ხდება თვალის გარეთა გამჭვირვალე გარსის (რქოვანას) დოზირებული დასხივება ლაზერული სხივებით წინასწარ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად. რქოვანა გარსის სათანადო მოდელირება საშუალებას იძლევა, შეიცვალოს მისი გარდატეხის ძალა და მხედველობის სიმახვილე იყოს ისეთივე მაღალი, როგორც იდეალურად მორგებული სათვალით ან კონტაქტური ლინზებით, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, ჰქონდეს ოპტიმალური მხედველობა ყოველგვარი დამატებითი მაკორეგირებელი საშუალებების გარეშე.
მოკლედ რომ ვთქვა, ლაზერული ოპერაცია უსაფრთხო, უმტკივნეულო, ეფექტური და ზუსტი მეთოდია! ოპერაციის შედეგად მიღებული მხედველობა პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდება, რა თქმა უნდა, თუ ასაკთან ერთად სხვა სახის დაავადებამ არ იჩინა თავი.
უკვე თითქმის 10 წელია ჩვენს კლინიკაში ყოველთვიურად დაახლოებით 30-მდე ლაზერული ოპერაცია კეთდება. ამ პროცედურის ჩვენებები განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის წლოვანების, პროფესიის, სურვილების გათვალისწინებით. მსოფლიოში პირველად, ჩვენს კლინიკაში დაინერგა ლაზერული ოპერაციები ბავშვებში. შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის დროს პაციენტთა მინიმალური ასაკი 8 წელია. ამ ასაკში გაადვილებულია მათთან კონტაქტი და ზოგადი ნარკოზის აუცილებლობა მოხსნილია. აღნიშნული ოპერაცია ე.წ. "ზარმაცი თვალის" და ზოგიერთი სახის სიელმის განვითარების პროფილაქტიკის საშუალებას იძლევა. პაციენტის ასაკს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მოგვმართავენ ასაკოვანი ადამიანებიც. ყველა, ვისაც სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლია ან არ სურს სათვალის ტარება.
პაციენტები ლაზერულ კორექციას იკეთებენ აუცილებელი სამედიცინო ჩვენებით, კოსმეტიკური თვალსაზრისით, ასევე პროფესიული საჭიროების გამო. ეს, პირველ რიგში, ეხება საჯარისო ნაწილებში სამსახურის მსურველთ, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ლაზერული კორექციის შესაძლებლობები ძალზე დიდია, მისი საშუალებით შეიძლება ადამიანი ასაკობრივი, საკითხავი სათვალისაგანაც განთავისუფლდეს.
მიუხედავად ლაზერული ოპერაციის დაბალი საფასურისა, ევროპასა და ამერიკასთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია ჯერ კიდევ "ფუფუნებაა".
ამერიკული კომპანიის ლაზერული აპარატის მომსახურების ცენტრი ევროპაშია, საიდანაც ყოველკვარტალურად ჩამოგვყავს ინჟინერი აპარატის გეგმიური შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის, ყოველი ვიზიტისა და ოპერაციისათვის ჩვენ ე.წ. სერვის-კონტრაქტით გათვალისწინებული გარკვეული თანხის გადახდა გვეკისრება, რაც ბუნებრივია, საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, ყოველ ჩატარებულ პროცედურაზე კომპანიას ერიცხება გარკვეული გადასახადი.
როცა რეფრაქციის მანკის ხარისხი ძალზე მაღალია (-15.0 ან (6.0 დიოპტრიაზე მეტი), პაციენტებს სათანადო გამოკვლევის შემდეგ მხედველობის კორექციის სხვა გზას ვთავაზობთ - რქოვანას მცირე განაკვეთით თვალში ისმება მოდიფიცირებული კონტაქტური ლინზა. ეფექტი ისეთივეა, როგორც ლაზერული ოპერაციის შემდეგ - მეორე დღიდანვე მხედველობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. თვალშიდა კონტაქტური ლინზები თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად მზადდება უცხოეთში.
წინათ სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი აფინანსებდა იმ პაციენტთა ოპერაციებს, ვისთვისაც ლაზერული კორექცია ან თვალშიგა ლინზის იმპლანტაცია მხედველობის აღდგენის ერთადერთი საშუალება იყო. დღეს კი, კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომელთა ხელშიც მოსახლეობის დაზღვევა გადავიდა, ნაკლებად ითვალისწინებენ პაციენტთა მდგობარეობას და ამით იზღუდება მოსახლეობის პროფესიული შესაძლებლობები და არჩევანი.
კატარაქტა, ანუ ბროლის შემღვრევა იწვევს მხედველობის თანდათანობით და უმტკივნეულოდ დაქვეითებას სრულ სიბრმავემდე (რჩება მხოლოდ სინათლის შეგრძნება). კატარაქტის მკურნალობა ქირურგიულია და ითვალისწინებს შემღვრეული ბროლის შეცვლას გამჭვირვალე ხელოვნური ბროლით. კატარაქტის ოპერაციის ვადის განსაზღვრა ხდება პაციენტის მხედველობის გამო შრომის უნარის დაქვეითების ხარისხის შესაბამისად. კატარაქტის ოპერაციის ორი მეთოდი არსებობს: პირველი, კატარაქტის ექსტრაქცია მყარი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით - შედარებით დიდი განაკვეთით, რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდითა და გართულებების უფრო მაღალი რისკით ხასიათდება, ეს მეთოდი უკვე მოძველდა და მას განსაკუთრებული ჩვენების ან ფინანსური მიზეზების გამო თუ მიმართავენ; მეორე - კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია კუმშვადი და მულტიფოკალური ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით ძალზე ეფექტიანია, ოპერაციის შემდეგ მხედველობის მაქსიმალური აღდგენა სულ რამდენიმე დღეში ხდება და პაციენტიც უბრუნდება თავის ჩვეულ საქმიანობას. უფრო მეტიც, მულტიფოკალური ბროლის იმპლანტაციის შემდეგ პაციენტი არ საჭიროებს საკითხავ სათვალეს და მისი მხედველობა ნებისმიერ მანძილზე ერთნაირად მკაფიოა. საქართველოში ყოველწლიურად 5-6 ათასი კატარაქტის ოპერაცია კეთდება, თუმცა ამას ორჯერ მეტი პაციენტი საჭიროებს. ასეთ ოპერაციებს ხშირად სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა სახელმწიფო და სადაზღვევო სტრუქტურები დასაფინანსებლად სწორედ შედარებით მოძველებულ მეთოდს ირჩევენ სიიაფის გამო. ამგვარად, თავისთავად ცხადია, გამოყოფილი თანხით რაოდენობრივად უფრო მეტი ავადმყოფის დახმარებაა შესაძლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ხარისხის უგულებელყოფა.
ჩვენი კლინიკის თანამშრომლებს დაახლოებით 4-5 ჯერ აქვს გასვლები რეგიონებში, სადაც წელიწადში მინიმუმ 300-400 ოპერაციას ვაკეთებთ. ასევე ვაკეთებთ ოპერაციებს პოლისიანი პაციენტებისათვის. ასეთი ოპერაციები მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს ჩატარებული.
კერატოკონუსი არის დაავადება, რომლის დროსაც თვალის რქოვანა გარსი თხელდება და უსწორმასწორო კონუსის ფორმას ღებულობს. ის მეტად დამახასიათებელია სუბტროპიკული განედის ქვეყნების მცხოვრებთათვის. ფიქრობენ, რომ აღნიშნული დაკავშირებულია მზის ულტრაიისფერ გამოსხივებასთან ან ეკოლოგიურ პრობლემებთან. წინათ კერატოკონუსის მკურნალობა მყარი კონტაქტური ლინზებით (დაწყებით სტადიაში) ან გამჭოლი კერატოპლასტიკით შემოიფარგლებოდა. ეს უკანასკნელი ძალზე მძიმე, არაპროგნოზირებადი, ძვირადღირებული ოპერაციაა, ამას ისიც ემატება, რომ დონორის პოვნა ძალზე ძნელია.
ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ კერატოკონუსის მკურნალობის ისეთი უახლესი და ეფექტიანი მეთოდები, როგორიცაა რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია და რქოვანას ულტრაიისფერი დასხივება რიბოფლავინით. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ამ ორი მეთოდის კომბინაციას, რაც რქოვანაზე ორი სხვადასხვა მექანიზმით ზემოქმედების საშუალებას იძლევა. კერატოკონუსის სამკურნალოდ პირველი ტიპის ოპერაციის დროს რქოვანის სისქეში ისმება პატარა რკალის ფორმის იმპლანტატი, რაც ასწორებს რქოვანის უსწორმასწორო ზედაპირს. რქოვანას დასხივებისას ცვლილებები რქოვანას სტრუქტურაში მოლეკულურ დონეზე ვითარდება, რქოვანა კარგავს ჩვეულ ელასტიურობას, ძნელად იცვლის ფორმას, ეს კი ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას. ეს მეთოდები ძალზე ეფექტიანია, ამიტომაც უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გვიწვევენ მის შესასწავლად და დასანერგად. ამ მხრივ ჩვენ პიონერები ვართ.

შპს "ახალი მზერის" გენერალური დირექტორი, პროფესორი მერაბ დვალი

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2008.06.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006