logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონფერენცია

2008 წლის 24 - 27 ივნისს, ყოველდღიურად 10:00-დან 17:00-მდე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი NATO–ს პროგრამით “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: “ახლად აღმოცენებული და ენდემური ინფექციების გამომწვევების ეპიდზედამხედველობის, აღმოჩენისა და იდენტიფიკაციის უახლესი მიღწევები”.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები NATO–სა და ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან. მათ შორის აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, მაკედონიის და სხვა უნივერსიტეტების მეცნიერები, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აგრეთვე უკრაინის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროების, დონორი ორგანიზაციების წარმომდაგენლები. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლები.
კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების მონიტორინგის, აღმოჩენისა და იდენტიფიკაციის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დიაგნოსტიკისა და ტიპირების უახლესი მეთოდების მნიშვნელობაზე, როგორიცაა გენომიქსსა და პროტეომიქსზე დაფუძნებული ტექნოლოგიები. განიხილება ახლად აღმოცენებული და ენდემური გამომწვევების როლი ავადობაში და მათი კონტროლისა და პროფილაქტიკის საკითხები, ჯანმრთელობის ახალი საერთაშორისო წესების დანერგვის მდგომარეობა, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საქმეში.
სემინარი ეძღვნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (ყოფილი საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის) დაარსებიდან 70 წლის იუბილეს.



საკონტაქტო პირები:

ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ამბროსი კეკელიძე 899 94 64 31;
მთავარი სპეციალისტი
ნინო მამუკაშვილი 895 95 61 03;
განსაკუთრებით საშიში ინფექციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ლელა ბაქანიძე 899 57 24 84.

მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქ.N9

http://www.moh.gov.ge

2008.06.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006