logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    N5 საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება ხალხის სამსახურში

ჯანდაცვის სამინისტომ მედიცინის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, გარემონტებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის პროგრამაში რამდენიმე საავადმყოფო აიყვანა და შესაბამისი ფინანსური დახმარებაც გამოუყო. თუმცა ეს არ შეხებია თბილისის გარეუბნებში არსებულ ბევრ კლინიკას. ასეთია მაგალითად მოსკოვის გამზირზე N5 საავადმყოფო, რომელიც მრავალპროფილურია და ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურება. აღნიშნული საავადმყოფო 31 ქარხნის ბაზაზე, ამავე დაწესებულების მუშების მეშვეობით აშენდა საბჭოთა წყობის დროს, მოგვიანებით კი, 1992 წლიდან მას ეწოდა N5 საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება, რომელიც მუშებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს ემსახურებოდა. ამჟამად საავადმყოფოში 500-მდე ადამიანია დასაქმებული.
”ეს არის საქართველოში ერთ-ერთი პრეცენდენტი, რომელიც არის საერთო კომპლექსში მოქცეული, ესენია: სტაციონარი, სამშობიარო და ქალთა კონსულტაცია. ის დღემდე ინარჩუნებს თავის პროფილს, შეიძლება ითქვას, რომ საავადმყოფოს შემორჩა ის იშვიათი მომსახურების სისტემა, რომელსაც ბაროკამერის მომსახურეობა ქვია. ის საკმაოდ ეფექტური და ძვირადღირებული მომსახურებაა."-აღნიშნავს N5 საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების კლინიკის დირექტორი კესარია დანელია. მისივე თქმით დაწესებულების ფინანსები შერეული ტიპისაა: ნაწილობრივ მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს სახელმწიფო და რა თქმა უნდა მეტი წილი თვითდაფინანსებაა. ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა პროგრამებში: ეს არის მოსახლეობის ურგენტული დახმარების პროგრამა, ბოლო 2 წელია ფუნქციონირებს ბავშვთა ქირურგიული განყოფილებაც და 24 საათიანი ექოსკოპიური მომსახურებაც. როგორც დანელიამ აღნიშნა, კლინიკას ყველაზე მეტად დახმარება ბავშვთა ქირურგიულ განყოფილებაში ესაჭიროება, სადაც შესაბამისი ტექნიკა იმ რაოდენობით, რაც საჭიროა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ N5 საავადმყოფო ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, იქ პაციენტები ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან და რეგიონებიდანაც კი ჩამოდიან. იმის გამო, რომ პალატების ნაწილი გაურემონტებელია, ვერ ხერხდება პაციენტთა ნაწილის მიღება, ასევე გადასახადების გამო ხშირად ავადმყოფს ნახევრად გამოუჯანმრთელებელს უწევს სახლში წასვლა და იქ მკურნალობის გაგრძელება.
ამ საავადმყოფოში ძალიან ბევრი პროფესიონალი ექიმი მუშაობს, რომლებსაც მათი ცოდნისა და გამოცდილების უკეთესად განსახორციელებლად უფრო მეტად გაუმჯობესებული პირობები ესაჭიროებათ. ეს კი ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ მოხდეს კლინიკის უზრუნველყოფა ტექნიკით და ეს შესაძლებელს გახდის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი ადამიანი იყოს.

შორენა გოგოლაძე

http://www.geotimes.ge

2008.06.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006