logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვის სჭირდება ფსიქიატრი?

რა შემთხვევაში სტუმრობენ საქართველოში ფსიქიატრს? მხოლოდ მაშინ, როცა სერიოზული ფსიქიკური აშლილობა გამოუვლინდება ოჯახის ამა თუ იმ წევრს. სხვა შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გაუგებარია, რაში უნდა დასჭირდეს ფსიქიატრი. ფსიქიატრთან ვიზიტი ფუფუნებადაც კი ითვლება საზღვარგარეთ, მაგრამ რაც მთავარია, იქ იციან, რისთვის მიდიან ფსიქიატრთან. ზოგჯერ ადამიანები ძალიან გვიან იგებენ, რომ ფუჭად დაუხარჯავთ დრო, ემოცია და ფული სხვადასხვა სპეციალისტთან სიარულში მაშინ, როცა ფსიქიატრთან ერთი ვიზიტიც კი ზოგჯერ პრობლემას გადაწყვეტდა.
როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციაში ამბობენ, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, წინააღმდეგობებით, დაძაბული სიტუაციებით, კონფლიქტებით, სოციალური და მატერიალური გაჭირვებით, უხილავი ფსიქიკური ტრავმებით, რომელთა შედეგად შესაძლოა აღმოცენდეს ესა თუ ის, ერთი შეხედვით გაუგებარი, უსიამოვნო შეგრძნებები, ტკივილი, უგუნებობა, ამა თუ იმ მიზეზთან ლოგიკურად დაკავშირებული თუ დაუკავშირებელი ჩივილები.
ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები შენიღბულია შინაგანი ორგანოს დაავადებებისათვის დამახასიათებელი ნიშნებით და დიდი ხნის განმავლობაში შინაგანი ორგანოების ფუჭი გამოკვლევის მიზეზი ხდება. რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ფსიქიატრის ფუნქციას მხოლოდ მძიმე სულიერი დაავადების მკურნალობასთან აკავშირებს, უკვე რთულდება შინაგანი ორგანოების "გამოძახილის" დაკავშირება ფსიქიკურ პრობლემებთან.
როგორც ფსიქიატრები ამბობენ, თუ შინაგანი ორგანოების გამოკვლევის შედეგად რაიმე პათოლოგია არ აღმოჩნდა, უსიამოვნო შეგრძნებები და წუხილი კი გრძელდება, ესე იგი ფსიქიატრის კონსულტაცია აუცილებელია. ამასთან, ფსიქიატრთან ურთიერთობის შედეგი დიდად არის დამოკიდებული პაციენტის სრულ გულახდილობასა და ნდობაზე. ამიტომ, სასურველია წინასწარ განისაზღვროს რა ასაკის და სქესის ექიმი-ფსიქიატრი უნდა აირჩიოს პიროვნებამ. ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ბოლომდე უნდა ენდოს და ანდოს თავისი პრობლემები ფსიქიატრს.
მაინც რა შემთხვევაში უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ფსიქიატრთან ვიზიტის შესახებ? როცა შესამჩნევია ცვლილებები პიროვნული თავისებურებებისა; ადამიანი ჩვეულ დატვირთვას ვეღარ ართმევს თავს, აწუხებს უცნაური აზრები, აწუხებს გადაჭარბებული შფოთიანობა; გუნება-განწყობის დაქვეითება; უმადობა-უძილობა; ქცევისა და აზროვნების ტემპის უკიდურესი აჩქარება ან შენელება; აგზნებადობა, აგრესიულობა; გარემოსა და ირგვლივ მყოფთა მიმართ დამოკიდებულება შეცვლილი აქვს, გადაჭარბებულად ეჭვიანობს; მხედველობითი და სმენითი "მოჩვენებები" აქვს, ფსიქიატრის ჩარევა აუცილებელი ხდება. საგულისხმო სიმპტომებია ასევე შინაგანი ორგანოების თვალსაჩინო დაავადების არარსებობის დროს უხვი უსიამოვნო შეგრძნებები; საკუთარი ჯანმრთელობის გამო აკვიატებული შიშები; მეხსიერების დაქვეითება, გონებრივი შრომის უნარის დაქვეითება და ასე შემდეგ. მოკლედ, მიზეზები ძალზე მრავალფეროვანია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები თვალშისაცემი ხდება მოხუცებულობის ასაკში, როცა მკვეთრად მატულობს რისკი ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა დეპრესია, სხვადასხვა შფოთვითი მდგომარეობა და სხვა. ასეთი პრობლემები შეიძლება ისეთ პირებს აღენიშნებოდეთ, რომლებიც სრულიად ჯანმრთელნი იყვნენ ახალგაზრდობაში. პროფესიონალებისათვის ამ დაავადებების დიაგნოსტიკა პრობლემას არ წარმოადგენს და ბევრ შემთხვევაში ავადმყოფთა განკურნებაც შესაძლებელია.
ბევრი მოხუცი არ იტარებს სათანადო მკურნალობას დროულად, როცა ადვილად შეიძლება ვითარების გამოსწორება. ზოგი ვერ ხვდება, რომ დაავადებულია. ზოგი ხვდება, მაგრამ არ ამხელს, რადგან რცხვენია თავისი მდგომარეობის. ვერც ახლობლები ხვდებიან, რომ საქმე აქვთ ფსიქიკურ დაავადებათა და ყველაფერს ასაკს აბრალებენ. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროცესები მოხუცის ორგანიზმში შეუქცევადია და ვერაფერი გამოასწორებს.
იმის მიუხედავად, რომ მოხუცთა 25 პროცენტს ესა თუ ის ფსიქიკური გადახრა აქვს, ექიმამდე მხოლოდ მათი 4 პროცენტი თუ მიდის. როგორც ფსიქიატრები ამბობენ, არ უნდა იყოს უგულებელყოფილი მოხუცის ქცევის ან გუნება-განწყობის ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს დეპრესიის, დემენციის ან სხვა დაავადების ნიშნები. ფსიქიატრის დროული ჩართვის შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ხანში შესული ადამიანი დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას. როგორც ამბობენ, დეპრესიული მდგომარება ფიქსირდება 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა 5 პროცენტში. ხშირად ძნელია ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება, რადგან ავადმყოფს მხოლოდ სომატური ჩივილები აქვს.
ფსიქიატრთა თქმით, თუ დეპრესიის სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, სასურველია ფსიქიატრის ჩართვა მკურნალობაში. ეს სიმპტომებია: უიმედობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ინტერესების და აქტივობის დაკარგვა, უმიზეზო ტირილი, ადვილად გამღიზიანებლობა, თვითდამცირების თუ თვითბრალდების იდეები.
დეპრესიის სიმპტომია ასევე მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის დაკარგვა; მადის დაქვეითება ან საგრძნობი მომატება; უძილობა ან ზედმეტი ძილიანობა; უმიზეზო ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში.
რაც შეეხება დემენციას, იგი ხასიათდება მეხსიერების დაქვეითებით, გაფანტულობით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით. ზოგჯერ მოხუცებულობის ასაკში ვითარდება დემენციისმაგვარი მდგომარეობაც, რომლის გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება არსებობდეს. შესაძლოა წამლების არასწორმა ან გადაჭარბებულმა მიღებამ გამოიწვიოს იგი; ან არასაკმარისმა კვებამ და შიმშილმა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სასუნთქი სისტემის დაავადებამ და ასე შემდეგ.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.06.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006