logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რამდენ ექიმს გაუუქმებენ სერთიფიკატს თვის ბოლოს?

ჯანდაცვაში მინისტრების ხშირმა ცვლამ ოდნავ მაინც გაუხანგრძლივა სამსახურში ყოფნის ვადა იმ ექიმებს, რომელთაც სერთიფიკატის დროებითი შეჩერება ან გაუქმება "ემუქრებათ". საკანონმდებლო თუ თანამდებობრივი ცვლილებების გამო ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელებმა ვერ "მოიცალეს", მოქალაქეთა პრეტენზიების საფუძველზე ექიმთა საქმიანობა შეესწავლათ. პრეტენზიები ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის მიმართ სტაბილურად შედის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში. ვისთვის სამედიცინო დახმარების ხარისხია ნაკლებად დამაკმაყოფილებელი, ვისთვის - მკურნალობის შემდეგ დამდგარი შედეგი, ზოგს თანხასთან აქვს პრეტენზია და ა.შ. პრეტენზიათა ნაწილი სცილდება კიდეც სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს.
როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, გია თვალავაძე, აღნიშნავს, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი მოსახლეობისგან შემოსულ პრეტენზიებთან დაკავშირებით სტაბილურია: პრეტენზია შემოდის უშუალოდ მომსახურების ხარისხზე, გამოსავლით უკმაყოფილებაზე, მოსალოდნელ შედეგთან დაკავშირებით იმედგაცრუებაზე. ზოგჯერ საუბარია იმაზე, რომ პაციენტი არ იყო წინასწარ ინფორმირებული, თუ რა შედეგი ან გართულება შეიძლებოდა მოჰყოლოდა მკურნალობას. საუბარია ფასებზეც. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო სტანდარტი სრულად არ იყო მოცული და ყველაფერი არ გაუკეთეს პაციენტს, რაც უნდა გაეკეთებინათ სტანდარტით.
ჩვეულებრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს სამედიცინო დოკუმენტაციას. ეს არის საფუძველი იმისათვის, რომ სათანადო საშუალებით მიმართონ სასამართლოს, რომელიც, თავის მხრივ, აძლევს ან არ აძლევს უფლებას, შეამოწმონ დაწესებულება. როცა საფუძველი რეალურია, იმ დროის განმავლობაში შედიან დაწესებულებაში, რამდენსაც სასამართლო გამოყოფს. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით არკვევენ, რამდენად არის დაცული ნორმატიული ბაზა, რომელიც დაცული უნდა იყოს და სავალდებულოა ყველა სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმისთვის; ხომ არ აქვს ადგილი უკანონო სამედიცინო საქმიანობას, ანუ ულიცენზიო ან არასერთიფიცირებულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრება ხდება.
სამედიცინო დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის შემოწმებისათვის გადაეცემა ექიმთა ასოციაციას, რომელიც აკეთებს პროფესიულ დასკვნას, კომისიურ დასკვნას წამყვანი სპეციალისტების ხელმოწერით და აფასებს, რამდენად სწორად იყო დიაგნოზი დასმული და მკურნალობა დანიშნული, რამდენად იყო გამოსავალი ადეკვატური და ა.შ. ამის საფუძვლებზე ისმება ან არ ისმება პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საკითხი იგზავნება შესაბამის საბჭოზე. ადრე ერქვა სერთიფიცირების საბჭო, ახლა არის პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც იხილავს ამ საკითხებს. პარალელურად, თუ დარღვევაა მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის მხრიდან, შეიძლება დაისვას დისციპლინური, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. არ არის გამორიცხული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, თუ ამის ნიშნები არსებობს, რომელიც შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაა. რაც შეეხება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელზეც იხილება პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, მისი ხელმძღვანელია მინისტრი და შედიან წამყვანი სპეციალისტები, არასამთავრობოები, დარგობრივი ასოციაციები. იგი წყვეტს პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს.
პროფესიული პასუხისმგებლობა სამი სახის შეიძლება იყოს - წერილობითი გაფრთხილება, სერთიფიკატის შეჩერება, რომელიც კანონში შესული ცვლილების შემდეგ განისაზღვრება ექვს თვემდე, ან დაისმება საკითხი სერთიფიკატის გაუქმებაზე. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
ბ-ნი გიას თქმით, დაწესებულებაში წერილობითი გაფრთხილების საფუძველი პრაქტიკულად ყოველთვის არის. სამწუხაროდ, არის შემთხვევა, როცა ერთსა და იმავე დაწესებულებებში ერთი და იმავე სახის დარღვევები რამდენჯერმე ხდება.
წელს საბჭოს პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია. იყო რამდენიმე ტექნიკური პრობლემა - სამედიცინო ხელმძღვანელობის ცვლილება, საბჭოს ხელმძღვანელობა შეიცვალა, საექიმო საქმიანობის კანონში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებამ გამოიწვია საბჭოს ახალი ფორმით ჩამოყალიბება; გადაწყდა, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებს საბჭო განიხილავს ამ თვის ბოლოს. როგორც ირკვევა, ათზე მეტი პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგას, რომელიც შეიძლება მათთვის ძალიან მძიმე გამოსავლით დასრულდეს.
ბ-ნი გიას თქმით, ჯერჯერობით იმავე ფორმით და წესით მოხდება ტესტირების ჩატარება, როგორც აქამდე ხდებოდა. უკვე ათას ორასამდე განცხადება აქვთ მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ტესტების განახლება და შეიცვალოს გამოცდის ჩატარების წესი. უპირველესად საუბარია ტესტების განახლებაზე. ამაზე საბჭომ უნდა იმსჯელოს. ესეც, ალბათ, უახლოესი პერიოდის გადასაწყვეტი საკითხია.
როგორც ბ-ნი გია აღნიშნავს, ტესტების დიდი ნაწილი აგებულია დაზეპირება-დამახსოვრების პრინციპზე. ჯობს იყოს უფრო სააზროვნო ტესტები, სიტუაციური ამოცანებით, კონკრეტული მაგალითებით, კონკრეტულ მსჯელობაზე აგებული. საერთოდ, ტესტები მალე მოძველებადია და ფინანსურადაც მნიშვნელოვანი თანხებია საჭირო მათ გასაახლებლად. ეს შრომატევადი და რესურსტევადი საქმეა. დარგობრივმა ასოციაციებმა შეიძლება საკუთარ თავზე აიღონ ტესტების გაუმჯობესება.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.06.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006