სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი-BCI”-მ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ორ ლოტში გაიმარჯვა.
პირველი ლოტის თანახმად, კომპანია განახორციელებს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საბავშვო ბაღების, ხელოვნების სკოლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სახლის, ფოლკლორის სასახლის, პანთეონის, ბავშვთა სახლის პერსონალის დაზღვევას. სულ დაზღვეული იქნება 22 011 ადამიანი.
მეორე ლოტი მოიცავს მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების, სულ - 750 ადამიანის დაზღვევას.
სადაზღვევო მომსახურეობის განხორციელების ვადა 2008 წლის 31 დეკემბრამდეა.
სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი-BCI” საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. 2008 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 14 მლნ 123 ათას 557 ლარის ოდენობის პრემიები მიიზიდა. 2008 წლის პირველ კვარტალში ანაზღაურებული ზარალის საერთო თანხა 5 მლნ 642 ათას 567 ლარს შეადგენს.
http://newsgeorgia.ge
2008.06.13