მიმდინარე წლის დასაწყისიდან ”სახალხო აფთიაქმა” პედაგოგებს მედიკამენტებზე 17–პროცენტიანი ფასდაკლება შესთავაზა. ”სახალხო აფთიაქის” აღნიშნული სერვისით მხოლოდ ის პედაგოგები სარგებლობენ, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევა ”სახალხო აფთიაქის” პარტნიორ ორგანიზაცია ”სახალხო დაზღვევაში” გადაწყვიტეს. ამის შესახებ განაცხადა ”სახალხო აფთიაქის” მენეჯერმა თამარ მჭედლიშვილმა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ ის სადაზღვევო კომპანია, რომლის მომსახურებითაც სურთ ისარგებლონ. მედიკამენტებზე ფასდაკლება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ არის, განაცხადა მჭედლიშვილმა.
ამის მიუხედავად, ”სახალხო აფთიაქმა” მედიკამენტებზე უპრეცედენტო - 17–პროცენტიანი ფასდაკლება შესთავაზა იმ პედაგოგებს, რომლებმაც ჯანმრთელობა ”სახალხო დაზღვევაში” დააზღვიეს.
”სახალხო აფთიაქის” სერვისით სარგებლობა პედაგოგებისთვის საკმაოდ მარტივია. აფთიაქში მისვლისას საკმარისია სადაზღვევო პოლისისა და პირადობის მოწმობის წარდგენა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ სერვისით უკვე ისარგებლა სამი ათასამდე პედაგოგმა”, - განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა რამდენიმე წელზეა გათვალილი. პედაგოგი თავად ირჩევს მისთვის სასურველ სადაზღვევო კომპანიას და მასთან ხელშეკრულებას აფორმებს. ამასთან, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, თითოეულ პედაგოგს შეუძლია, სხვა სადაზღვევო კომპანიას მიმართოს.
მელსიდა აკოფიანი
http://newsgeorgia.ge
2008.06.11