logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბევრი აფთიაქი კოდეინის შემცველ პრეპარატებს ურეცეპტოდ ყიდის და დიდ მოგებასაც ნახულობს

საქართველოს სააფთიაქო ქსელში შეხვდებით ისეთ პრეპარატებს, რომელთა შემადგენლობაშია ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინი (კოდეინი ოპიუმის ჯგუფის ძლიერმოქმედი ნარკოტიკია, რომლის არასამედიცინო მიზნით გამოყენება საქართველოში აკრძალულია და ისჯება კიდეც). მაგალითად, «კაფეტინი», «სულპოდეიმი», «სედალგინი», «სედალგინ-ნეო», «სპაზმოვერალგინი», «კოდელაკი» და ა.შ. საკმაოდ შედეგიანია სხვადასხვა ხარისხის ტკივილის დროს. ექიმები ამ პრეპარატებს ხშირად უნიშნავენ ავადმყოფებს შაკიკის, სპაზმებისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში. თუმც უნდა ითქვას, რომ უფრო ხშირად თავს იკავებენ რეცეპტის გამოწერისგან და პრეპარატებს სიტყვიერად უნიშნავენ პაციენტს. იგივე ითქმის ფსიქოტროპულ პრეპარატებზეც (მაგალითად, «დიაზეპამი», «ფენაზეპამი», «რელანიუმი» და სხვ.).
კოდეინის სულ უმნიშვნელო რაოდენობაც კი საკმარისია სისხლში დაფიქსირებისთვის. ნარკოტესტის ჩატარებისას ანალიზში კოდეინის აღმოჩენის შემთხვევაში დასკვნაში საერთო სახელი «ოპიუმის ჯგუფი» იწერება, რაც მოქალაქეებს ნარკოტიკის მომხმარებლის «იარლიყს» აკერებს. იმ პირებს, რომლებიც კოდეინის შემცველ პრეპარატებს სამკურნალოდ იღებენ, უჭირთ თავიანთ უდანაშაულობაში სამართალდამცავთა და სასამართლოს დარწმუნება. თუ ბედმა გაგიღიმათ და მოსამართლე ლმობიერი აღმოჩნდა, მაშინ სასამართლოში უნდა წარადგინოთ ცნობა, რომ პრეპარატი, რომელსაც თქვენ იღებთ, ნამდვილად შეიცავს კოდეინს, შემდეგ კი ცნობა, რომ კოდეინი ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკია. თუ პირველს წამლის სააგენტო გასცემს, მეორე ცნობას ვერსად აიღებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ასეთ ცნობას არავინ იძლევა. ასე რომ, მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ, ისევ 500-ლარიანი ჯარიმა გადაიხადონ(?!).
კოდეინის შემცველი, აგრეთვე, ფსიქოტროპული პრეპარატების გაყიდვა აფთიაქებში ურეცეპტოდ დაუშვებელია. ამასთან, მათ სპეციალური რეცეპტი (N2 რეცეპტი) სჭირდება, სადაც მითითებულია, რომ წამალი ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, ყველამ იცის, რომ ბევრი აფთიაქი კოდეინის შემცველ პრეპარატებს ურეცეპტოდ ყიდის და ამით დიდ მოგებას ნახულობს.
წამლის სააგენტოში ამ პრობლემას აღიარებენ და როგორც შეუძლიათ, ებრძვიან კიდეც, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. პირად საუბარში წამლის სააგენტოს თანამშრომლები არ მალავენ, რომ ასეთ აფთიაქებს ძლიერი ლობი ჰყავთ და ვერავინ ვერაფერს გაუბედავს.

ნინო ბურჭულაძე

http://www.kvirispalitra.ge

2008.06.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006