logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ზაფხულთან ერთად, ზაფხულის დაავადებებიც გააქტიურდება

თუკი ადრე სეზონური დაავადებები არც ისე ხშირად ვლინდებოდა და მის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებებიც იშვიათად ტარდებოდა, ბოლო წლებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დაავადებების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს.
20-30 წლის წინ ვირუსებისა და ინფექიცების სეზონად ზამთარი და გაზაფხული ითვლებოდა, ამჟამად კი წელიწადის ყველა დროს სხვადასხვა სეზონური დაავადება წამოყოფს თავს.
მაგალითად, სიჯანსაღითა და სიმრთელით ცნობილ ზაფხულშიც კი, ადამიანებს ისეთი რთული დაავადებები ემუქრება როგორიც ლეიშმანიოზი და ნაწლავური ინფექციებია. ყველაზე დამაფიქრებელი კი ის არის, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება და მას ვერც პროფილაქტიკური სამუშაოები შველის.
სპეციალისტთა თქმით, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება ლეიშმანიოზი და ნაწლავური ინფექციები. სპეციალისტების თქმით, ლეიშმანიოზი და ნაწლავური ინფექცია, დაახლოებით, 2 კვირაში დაიწყებს გააქტიურებას.
ლეიშმანიოზი ზაფხულის, და არა მარტო ამ სეზონის, ერთ-ერთ გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც ძირითადად 4 წლამდე ბავშვები ავადდებიან. ამიტომაც თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს უმიზეზოდ ემატება ტემპერატურა, გაუდიდდა ღვიძლი და ელენთა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი ლეიშმანიოზით იყოს დაინფიცირებული.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ლეიშმანიოზის ინკუბაციის პერიოდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება და მისი გამოვლენა შეიძლება რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგაც მოხდეს. მაგალითად, ადამიანი, თუკი ლეიშმანიოზით ზაფხულში დაინფიცირდა, მას გარეგანი ნიშნები მხოლოდ შემოდგომაზე გამოუვლინდება.
საქართველოში კი, ბოლო წლების განმავლობაში ლეიშმანიოზის ფაქტებმა განსაკუთრებით იმატა. დღემდე თბილისში ამ დაავადების 45 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთელ საქართველოში კი, ბოლო ორ თვეში 90 ადამიანი დაავადდა.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს. საგულისხმოა, რომ შარშანდელთან შედარებით, ლეიშმანიოზით დაავადებულთა რაოდენობამ მთელ ქვეყანაში საგრძნობლად იმატა.
2006 წელს საქართველოში ლეიშმანიოზით დაავადებულთა 174 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 103 თბილისში იყო დაფიქსირებული. დედაქალაქში ლეიშმანიოზის კერად მთაწმინდა, კრწანისი, ნაძალადევის რაიონები ითვლება. დაავადებულთა უმრავლესობა 4 წლამდე ასაკის ბავშვია. დაავადების მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინტოქსიკაცია, ცვლილებები სისხლში. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-6 თვემდეა.
საგულისხმოა, რომ ლეიშმანიოზის დაავადების დროს ექიმებს ხშირად სწორი დიაგნოზის დასმა უჭირთ. მიზეზი კი ისაა, რომ ეს დაავადება აღიზიანებს ღვიძლს, ელენთას, ლიმფურ კვანძებს.
ამიტომაც, არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფს არასწორი მიმართულებით მკურნალობენ, ეს კი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. სათანადო მკურნალობის გარეშე, დაავადება, შესაძლოა, 1,5-3 წელი გაგრძელდეს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, უკანასკნელ ათწლეულში ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 1990 წელს ლეიშმანიოზის მხოლოდ 12 შემთხვევა აღინიშნა, 2004-ში უკვე - 125.
ლეიშმანიოზი, ძირითადად,ფიქსირდება მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, მცხეთის,თეთრწყაროს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, დმანისის რაიონებში,ბოლო პერიოდში - რუსთავსა და თბილისშიც. ცენტრში ლეიშმანიოზის შემთხვევების მკვეთრ მატებას დაავადების ძირითადი რეზერვუარის -მაწანწალა ცხოველების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.
ამავე დროს, ლეიშმანიოზის მატების ტენდენცია მთელ სამხრეთ ევროპაშიც აღინიშნება. ამას სპეციალისტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ. ბოლო პერიოდში განვითარებული სტიქიური პროცესების ფონზე, საქართველოში გადაშენებული ან ახალი დაავადებების აღმოცენების საშიშროებაზე საუბრობენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნაწლავური დაავადების (ბაქტერიული დიზენტერია, სალმონელოზი, დიარეით მიმდინარე სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებები), საშუალოდ, 1000-1500-მდე შემთხვევა ფიქსირდება.
აქედან, ჯგუფური შემთხვევები ერთეულია. გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში, ნაწლავური ინფექციების გადამცემი მექანიზმები აქტიურდება.
საგულისხმოა, რომ დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებები არა მხოლოდ ამ პერიოდში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს ფიქსირდება ხოლმე. ცენტრში აღნიშნავენ, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ეს დაავადებები ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ნაწლავურ დაავადებებს, ისევე როგორც ინფექციური დაავადებების უმრავლესობას, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, პირღებინება ახასიათებს. სიმპტომების ხანგრძლივობა დაავადების კლინიკურ სიმძიმეზეა განპირობებული.

ეკა ბაქრაძე

http://presa.ge

2008.06.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006