logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წელს შიდსით 4 ბავშვი დაავადდა

შიდსით ინფიცირების დროული გამოვლენა, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების შემთხვევაში, შესაძლებლობას იძლევა დროულად მოხდეს სპეციალისტთა ჩარევა და ვირუსის გადაცემის შესაძლებლობაც მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, როცა ადამიანი ინფორმირებულია საკუთარი აივ-სტატუსის შესახებ, მეტად ზრუნავს გარშემო მყოფ ახლობლებზე და ცდილობს ინფექციის გადაცემის რისკი შეამციროს.
თუ ინფიცირების რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისათვის შიდსის ვირუსზე კვლევა უფასო იყო, ბოლო ხანებში კიდევ უფრო გაფართოვდა უფასოდ კვლევის შანსი გაეროს კვირეულის დახმარებით. როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ცინცაძემ გვითხრა, ყოველ თვეს ცხადდება ასეთი კვირეული და ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, კვირეულის ფარგლებში უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სჭირდებათ ოფიციალური სერთიფიკატი. ამას ზოგიერთი სახელმწიფო ითხოვს საკუთარ ქვეყანაში წარსადგენად. ფასიანია ასევე სამსახურში წარსადგენად გაცემული ცნობა.
მართალია, მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაცია ინფიცირებულთა მიმართ საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსთა მიერ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის ფაქტები იშვიათი არ იყო შიდსით ინფიცირებულებში. ”მაინც რჩება ჩვენთვის პრობლემად სტიგმა და დისკრიმინაცია, განსაკუთრებით კონფიდენციალობის და ანონიმურობის შენარჩუნების მომენტები, ასევე დასაქმება,” - ამბობს მაია ცინცაძე.
მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია ინფიცირების ადრე გამოვლენა. ამ მიზნით მუდმივად ტარდება ლექციები მედიკოსებს შორის. სამედიცინო პერსონალისათვის მომზადებულია ასევე გაიდლაინი, სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება ექიმებს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაში.
შიდსის ცენტრში ოფიციალურად რეგისტრირებულია 1633 შემთხვევა. აქედან 394 მანდილოსანია, 1239 - მამაკაცია. შიდსი განუვითარდა 690 პაციენტს, გარდაიცვალა 347. მკურნალობის კურსს იტარებს 389 პაციენტი.
გადაცემის გზების მიხედვით ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებელთა შორის არის ყველაზე მასშტაბური გამოვლენა ინფიცირებისა და დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს. ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგია დაინფიცირების 32 პროცენტი, ჰომო-და ბისექსუალური კონტაქტებით დაინფიცირდა 2 და 5 პროცენტი. შიდსის ვირუსის ვერტიკალური გადაცემათ ავადებიან ბავშვები. ანუ დედიდან გადადის ინფექცია შვილზე მუცლადყოფნის თუ ძუძუთი კვების შემთხვევაში.
რაც შეეხება ბავშვებს, მათ შორის პირველად 2000 წელს დაფიქსირდა დაინფიცირების შემთხვევა საქართველოში. დაფიქსირებულია 42 აივ-ინფიცირებული ბავშვი. მათგან 26 ვაჟია, 16 - გოგონა; მხოლოდ წელს დაინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბავშვებში. სამი ბავშვი ქვეყნიდან გაიყვანეს. 12 ბავშვი გარდაიცვალა. დანარჩენი შიდსის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ვისაც სჭირდება, მკურნალობის კურსიც აქვს დანიშნული.
სპეციფიკური პრეპარატებით მკურნალობა 2005 წლიდან გლობალური ფონდის დახმარებით ფინანსდება. ეს ფონდი, სავარაუდოდ, 2010 წლამდე დააფინანსებს ამ პრეპარატების შეძენას ქართველი პაციენტებისათვის.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით შიდსის გავრცელებას, ძირითადად ინფიცირების შემთხვევები რეგისტრირებულია თბილისში, მეორე ადგილზეა სამეგრელო, მას მოსდევს იმერეთი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოება სულ უფრო მეტად ითავისებს ამ დაავადების სივერაგეს და ანონიმური სატელეფონო ზარებით ხშირად ცდილობს მიიღოს პირველადი კონსულტაცია. ამის საშუალებას შიდსის ცენტრში მოქმედი ანონიმური ტელეფონი იძლევა:
- ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ზარების რაოდენობა. კონსულტაციაზე და ტესტის ჩასატარებლადაც მეტი ადამიანი გვაკითხავს, წინა წლებთან შედარებით. გვახარებს ის ფაქტი, რომ დაქორწინებამდე მოდიან ახალგაზრდა წყვილები და ამოწმებენ საკუთარ აივ-სტატუს, - გვითხრა მაია ცინცაძემ.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.06.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006