logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ბოლო 20 წელი არ შეცვლილა

მაინც რამდენ ხანს ცოცხლობენ ადამიანები საქართველოში? სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში 67-75 წელს შორის მერყეობს. სხვათა შორის, გარდამავალმა პერიოდმა მაინცდამაინც დაბლა ვერ დასწია ეს მაჩვენებელი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საბჭოთა საქართველოში, სადაც სოციალური პრობლემები ასე თუ ისე უკანა პლანზე იდგა და გაცილებით მეტ ხანს ცოცხლობდნენ ადამიანები, ცდება. როგორც დემოგრაფმა, პროფესორმა, ბატონმა გიორგი წულაძემ აღნიშნა, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორიც ოციოდე წლის წინ. მოკლედ, ქალბატონები საშუალოდ 75 წელს ცოცხლობენ, მამაკაცები - 67-68 წელს. მისივე თქმით, განვითარებულ ქვეყნებს თუ შევადარებთ, ისეთებს, როგორიც იაპონია და შვედეთია, ათი წლით ჩამორჩება სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში. იქ დაახლოებით 82 წელს ცოცხლობენ საშუალოდ ადამიანები. არიან განვითარებადი აფრიკის ქვეყნებიც, სადაც 40 წელს ძლივს აღწევს სიცოცხლის ხანგრძლივობა.
საქართველოში ომის პერიოდში მეტ-ნაკლებად იცვლებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ოდნავ მცირდებოდა, მაგრამ ზოგადად ბოლო ოცი წლის მანძილზე შენარჩუნებულია 68-75 წელი.
ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა მუდამ მეტი იყო მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ეს ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ჩვენთან 7-8 წელია სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის. თუმცა, არიან ქვეყნები, სადაც მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია ქალისაზე. ეს ის ქვეყნებია, სადაც ძალზე დაბალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.
მაგალითად, რუსეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალია სხვაობა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლის ასაკს შორის - 13 წელია.
როგორც ირკვევა, მეტი მამაკაცი იბადება და მეტი მამაკაცი იღუპება კიდეც ადრეულ ასაკში. ბიოლოგიური მექანიზმები მუშაობს. დაახლოებით 20-22 წლის ასაკამდეა მეტი მამაკაცი ქალთან შედარებით, შემდეგ ხდება რაოდენობრივი გათანაბრება მამაკაცთა მოკვდაობის მაღალი მაჩვენებლების გამო და ქალები მეტნი რჩებიან.
საქორწინო ბაზარზე იქმნება მამაკაცთა დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით. ქალისა და მამაკაცის საქორწინო ასაკს შორის სხვაობა 4-5 წელია. 20 წლის გასათხოვარ ქალს შეესაბამება 24-25 წლის მამაკაცი; 25 წლის გასათხოვარ ქალს შეესაბამება 29-30 წლის მამაკაცი და ა.შ. საქართველოში რაც მეტია საქორწინო ასაკი, პროპორციულად იკლებს მამაკაცთა რაოდენობა, ანუ მათი დეფიციტია.
ხანდაზმულად მიიჩნევა 100 წელს გადაცილებული ადამიანი. საქართველო მიიჩნეოდა პირველ ადგილზე მსოფლიოს მასშტაბით ამ ადამიანთა რაოდენობით. თუმცა, უცხოელ ექსპერტებს ეს მოსაზრება გაზვიადებულად მიაჩნდათ და ამბობდნენ, რომ არასწორი მონაცემების გამო იყო გავრცელებული ასეთი ინფორმაცია. ხანდაზმულთა რაოდენობის გასარკვევად კვლევაა ჩასატარებელი. მათ შესახებ იძლევა გარკეულ ინფორმაციას მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემები. თუ ამ მონაცემებს გადავხედავთ, ხანდაზმულთა რიცხვი მკვეთრად არის შემცირებული, ადრინდელ მაჩვენებლებთან შედარებით.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.06.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006