logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფსიქოლოგიური ტრავმის ექსპერტებისა და ჟურნალისტების პირველ შეხვედრა თბილისში

ფრენკ ოკბერგი, პოსტტრავმული სტრესული აშლილობების დიაგნოზის თანაავტორი, ჩამოსულია ფსიქოლოგიური ტრავმის ექსპერტებისა და ჟურნალისტების პირველ შეხვედრაზე ორგანიზაცია “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის” ოფისში. ექსპერტი ეხმარება ქართველ კოლეგებს “ფსიქოტრავმის ქართული საზოგადოების” წარდგენასა და განვითარებაში.
მოცემული ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრი (აშშ), გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი (საქართველო), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (ინგლისი) და ფსიქოტრავმის ქართული საზოგადოება (საქართველო). ეს კავკასიის რეგიონში პირველი ქსელია, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებსა და ჟურნალისტებს.
პრესკონფერენცია გაიმართება პარასკევს, 31 მაისს, დილის 11 საათზე, “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის” ოფისში. მისამართი: ყიფშიძის 49ა (სასტუმრო “ჯორჯიას” გვერდით).
ორგანიზატორთა ვებგვერდებია: http://www.gip-global.org/ http://www.iwpr.net/ http://www.dartcenter.org/
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ჯანა ჯავახიშვილს, 899 53 15 84
სალა ნაზარენკოს, 895 430480

ფრენკ ოკბერგი არის ტრავმატული სტრესის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დაჯილდოებულია ამ საზოგადოების უმაღლესი ჯილდოთი. იგი არის პოსტტრავმული სტრესის მკურნალობაზე მსოფლიოში პირველი პუბლიკაციის ავტორი, პირველი წიგნის რედაქტორი; იგი მუშაობდა სპეციალურ კომიტეტში, რომელმაც წლების წინათ პირველად განსაზღვრა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი. ის წლების მანძილზე იყო ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი და მიჩიგანის ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის ამჟამად არის ფსიქიატრიის კლინიკური პროფესორი, ხოლო მანამდე იყო კრიმინალური სამართლისა და ჟურნალიზმის ასოცირებული პროფესორი. ფრენკ ოკბერგმა დააარსა ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრი და ამჟამად არის ცენტრის საპატიო თავჯდომარე. ის ეხმარება ჟურნალისტებს, გაიგონ ტრავმული სტრესი და ტრავმული სტრესის სპეციალისტებს – გაუგონ ჟურნალისტებს. ფრენკ ოკბერგმა კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა კრიტიკული ინციდენტის ანალიზის ეროვნული ცენტრი, “ახალგაზრდობის გლობალური კავშირი” (ორგანიზაცია მიმართული ახალგაზრდების ადამიანური უფლებების დაცვაზე), “შინაგანი ნიჭი” (საქველმოქმედო ფონდი პოსტტრავმული სტრესული დარღვევების მქონეთათვის) და “თემის გათვითცნობიერებისა და დაცვის კომიტეტი” (რომელიც მუშაობს სერიული მკვლელების პრობლემის გადაჭრის საკითხებზე). ამ უკანასკნელი სამუშაოსათვის მან, პირველად სამედიცინო სამყაროში, მიიღო მედალი სამართალდამცავი სფეროდან “ამერიკის რევოლუციის შვილები”. როგორც წითელი ჯვრის მოხალისე, ფრენკ ოკბერგი ეხმარება მიწისძვრების, წყალდიდობების, ხანძრების და თვითმფრინავების კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. ის წარმოადგენს “დარტ ფონდს” და მართავს ცენტრის დახმარების პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

http://media.ge

2008.05.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006