logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შვიდი წლის მერე საქართველოში საავადმყოფოები აღარ იქნება?

ხელისუფლების წარმომადგენლები ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის პროგრამით ამაყობენ და ძველი და ნახევრად დანგრეული სამკურნალო დაწესებულებების სანაცვლოდ, მალე ას ახალ და კომფორტულ საავადმყოფოს გვპირდებიან. იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ მთავარია, რამდენად მართებულად წარიმართება პრივატიზაციის პროცესი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებული ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის პროგრამის მონიტორინგის შედეგებიც დადგინდა, რომ ქვეყანაში, მოსახლეობის ყველაზე დიდ ინტერესს, სწორედ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები იწვევს და არცთუ უსაფუძვლოდ.
ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო დროს, ყბადაღებული ასი ახალი საავადმყოფოს აშენების იდეისადმი, რამაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოკვლევის ჩატარებისკენ უბიძგა. თუმცა, შედეგები არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა. სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესი დადებითად, გამოკითხულთა მხოლოდ 18%-მა შეაფასა, ხოლო უმრავლესობა, ანუ 66%, პრივატიზაციის პროცესს საკმაოდ ნეგატიურად აფასებს. უარყოფითი შეფასების ერთ-ერთ მიზეზად, ტენდერის კრიტერიუმები და პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა დასახელდა.
გამოკითხულთა 90% - ის აზრით, გაუმჯობესებულ მომსახურებაზე ფასების ზრდა, სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის დაფინანსების გაზრდით უნდა დაფინანსდეს. რესპონდენტთა ნაწილის აზრით კი, ამ პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი ჯანმრთელობის დაზღვევამ უნდა შეასრულოს.
ჰოსპიტალიზაციის პროგრამისადმი ასეთი ნეგატიური განწყობის მთავარ მიზეზად, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი თამუნა ქაროსანიძე, ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. `გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძალზე მწირ ინფორმაციას ფლობს ჰოსპიტალიზაციის პროექტის შესახებ.
როცა სამედიცინო პერსონალს უჩნდება კითხვები გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით და პასუხებს ვერ იღებენ, ბუნებრივია, ზოგადად მიმდინარე პროცესების მიმართაც უარყოფითი შეფასება უჩნდებათ. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას არ მოსწონს პრივატიზაციის დროს გამარჯვებული ინვესტორის შერჩევის კრიტერიუმები. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ერთ - ერთი კრიტერიუმი რაც არ მოსწონთ არის საწოლების რაოდენობის განსაზღვრა.
დასაწყისში, რეფორმის იდეა სწორედ ის იყო, რომ ვინაიდან საწოლი იყო უამრავი და თითოეულზე იხარჯებოდა ნაკლები თანხა, სწორედ ამიტომ გადაწყდა, საწოლების შემცირების ხარჯზე ხარისხიანი მომსახურება გაზრდილიყო. თუმცა, ინვესტორებს ისევ იგივე პირობა წაუყენეს, რომ ის ვინც მეტ საწოლს შესთავაზებდა, გამარჯვებულიც ის აღმოჩნდებოდა. რა თქმა უნდა, ამგვარი პირობის შემდეგ, ყველა ინვესტორი თითოეულ საწოლზე ისევ მცირე თანხის საფასურად, ცდილობდა მეტი რაოდენობის შეთავაზებას და ეს კი თავისთავად ხარისხზე უარყოფითად აისახება და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება რეფორმის იდეას.
ასევე უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორმა მხოლოდ შვიდი წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს საავადმყოფოს პროფილი, ხოლო შვიდი წლის შემდეგ შეუძლია ნებისმიერ სხვა ტიპის დაწესებულებად გადააქციოს - აცხადებს თამუნა ქაროსანიძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც გამოკითხულთა მიერ დასახელდა, ის იყო, რომ დეტალურად დაწერილი ბიზნესგეგმა ვერცერთმა ინვესტორმა ვერ წარმოადგინა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რასაც რესპონტედენტები უყენებენ პროგრამის ავტორებს ის არის, რომ, სასურველია, ინვესტორი თავად შეხვდეს სამედიცინო პერსონალს და მათი შეხედულებები გაითვალისწინოს, - ამბობს თამუნა ქაროსანიძე.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის მიხდვით, 2010 წლისთვის საქართველოში 100 ახალი საავადმყოფო იქნება, 7800 საწოლით. (აქედან 4 186 საწოლი თბილისში, 3 615 რეგიონებში), პროექტის ფარგლებში, კერძო კომპანიებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოები გადაეცემათ. რის სანაცვლოდაც, ისინი სახელმწიფოს წინაშე ასი ახალი საავადმყოფოს აშენების ვალდებულებას იღებენ.
ლოზუნგი ერთი შეხედვით მართლაც მიმზიდველია, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მთავარია, როგორ წარიმართება ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის პროცესი, ვის მფლობელობაში და რა პირობებით აღმოჩნდებიან ეს საავადმყოფოები მომავალში და რაც მთავარია, თუ საავადმყოფოებში ამჟამად მოქმედ კატასტროფულ ფასებს გავითვალისწინებთ, საკითხავია, უბრალო მოკვდავთათვის ახლადაშენებულ, კომფორტულ საავადმყოფოებში მკურნალობა რამდენად ხელმისაწვდომი იქნება.

შორენა ცივქარაშვილი

http://www.geotimes.ge

2008.05.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006