logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უხარისხო საწვავი, ძველი ავტოპარკი და დაკარგული ქართული გენოფონდი

საქართველო, განსაკუთრებით, თბილისი, ერთგვარ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას დაემსგავსა: ეკოლოგიური დაავადებების განვითარებისათვის აქ საუკეთესო პირობები არსებობს. ამ ფონმა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო მძიმედ იჩინოს თავი იჩინოს და შემდგომ თაობებში სერიოზული გენეტიკური დარღვევების სახით გამოვლინდეს. ”ჩვენ ვკარგავთ შეუქცევადს – ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას და ჩვენს გენოფონდს!” - ამ აზრს დღეს ყველა ქართველი პედიატრი ეთანხმება.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა. თუკი 2003 წელს 1000 სულ მოსახლეზე 60 ავტომანქანა მოდიოდა, ეს მაჩვენებელი ამჟამად 90-ს შეადგენს.
ავტომობილების მომრავლებამ ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმა. გარემოსდაცვითი უწყებების მონაცემებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ჰაერში ნორმას 3-4-ჯერ აღემატება.
არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 600-მდე ბენზინგასამართი სადგური ფუნქციონირებს. ეკოლოგიური ბალანსის დაცვის მიზნით, თბილისში ახალი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე ლიცენზიები კარგა ხანია აღარ გაიცემა და მხოლოდ ძველების რეკონსტრუქციაა ნებადართული.
გარემოს დაბინძურების პირველი წყარო, როგორც წესი, ის უხარისხო ბენზინია, რომელიც ამ ბენზინგასამართ სადგურებზე იყიდება.
მაშინ როცა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები საწვავის ევრო-4-ის სტანდარტიდან ევრო-5-ზე გადადიან, საქართველოში მოქმედი სტანდარტი ევრო-1-ს არ აღემატება. ევრო-4-სა და ევრო-5-ზე რომ არაფერი ვთქვათ, ევრო-2-ზე გადასვლა საქართველოში მხოლოდ 2009 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი.
სახელმწიფო უწყებებმა არაერთგზის გამოაქვეყნეს იმ ავტოგასამართი სადგურების „შავი ნუსხა,” სადაც დაბალი ხარისხის ბენზინი და დიზელის საწვავი იყიდება.
სპეციალისტების განმარტებით, საწვავის წვის შედეგად გარემოში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის დონე დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალებების ვარგისიანობაზე. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში არსებული ავტოპარკის ძირითადი ნაწილი (დაახლოებით 200-300 ათასი) 1990-1995 წლებშია გამოშვებული, ანუ ეს ის მანქანებია, რომელთაც არ გააჩნიათ სპეციალური მოწყობილობა ე.წ. კატალიზატორი, რომელიც ბენზინის ბოლომდე დაწვას უწყობს ხელს და გარემოში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევას ამცირებს.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მაღალხარისხიანი საწვავის შემოტანა-რეალიზაცია ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემას ვერ გადაჭრის. მთვრალაშვილის განმარტებით, ამისათვის კომპლექსური მოდგომაა საჭირო, ანუ საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად საჭიროა ავტოპარკის განახლება.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი, მომდევნო რამდენიმე წელში ქართული ავტოპარკის ახალი მანქანებით დაკომპლექტება წარმოუდგენელია. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთ გზად ხარისხიანი საწვავის იმპორტი რჩება, თუმცა ორგანო, რომელიც საწვავის ხარისხს გააკონტროლებს, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს.
ექსპერტების მოსაზრებით, მარტო თბილისს საწვავის ხარისხის შემმოწმებელი სულ მცირე 11 პუნქტი მაინც უნდა ჰქონდეს. რეალურად კი სულ რაღაც 2-3 ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც საწვავის შემოწმება, იმავე ექსპერტების მტკიცებით, მხოლოდ ფიქტიურად ხდება.
ამჟამად, ევროპულ ბენზინს ქართული ბაზრის მხოლოდ 45% უჭირავს, დანარჩენი კი აზერბაიჯანულზე მოდის. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ქსელში არსებული საწვავის 90-95% აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან არის იმპორტირებული, რომელიც ხარისხით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
თუმცა გარკვეული პოლიტ-ეკონომიკური მოსაზრებების გამო, აზერბაიჯანული საწვავის იმპორტის შეზღუდვა საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია. პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარდა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანული საწვავი ევროპულთან შედარებით გაცილებით იაფია და შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომია.
არსებობს ეჭვი, რომ საწვავზე ევროპული სტანდარტების დანერგვა საქართველოში კიდევ კარგა ხანს გაჭიანურდება. მიზეზად ხელისუფლებასა და საწვავის იმპორტიორებს შორის არსებული გარიგება სახელდება.
რაც შეეხება ეკოლოგიას, ეკოლოგია მოიცდის... ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ფიქრობენ იმპორტიორებიც და დისტრიბუტორებიც. რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლს, ის, როგორც ზევით ვთქვით, ფაქტობრივად არ არსებობს.

http://presa.ge

2008.05.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006