logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანემიის დაძლევისადმი მიძღვნილი პირველი ეროვნული კონფერენცია

2008 წლის 23 აპრილს “შერატონ მეტეხი პალასის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ანემიის დაძლევისადმი მიძღვნილი პირველი ეროვნული კონფერენცია.
კონფერენციაზე განხილულ იქნა 2006-2007 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგები. წარმოდგენილ იქნა რკინადეფიციტური ანემიის გავრცელების, ეტიოლოგიის, პათოგენეზის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე ასპექტები. ყურადღება გამახვილებულ იქნა საქართველოში მიმდინარე ხორბლის ფქვილის ფორტიფიკაციის მიმდინარე პროექტის სხვადასხვა საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის, გრ.მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ეროვნული ცენტრის, თერაპიის ეროვნული ცენტრის, უროლოგიის ეროვნული ცენტრის, “გაუმჯობესებული კვების ალიანსი საქართველოსთვის”, “ACTS Georgia”-ს, “სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის”, წისქვილკომბინატებისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის, რკინის პრეპარატების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები და ანემიის საკითხებით დაინტერესებული 300-ზე მეტი ექიმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, წისქვილკომბინატებისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯოვანა ბარბერისი.
კონფერენციის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა “გაუმჯობესებული კვების ალიანსი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბატონი გიორგი გეგელაშვილი.

2008.04.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006