logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქალთა ონკო-პრევენციის მობილური სკრინინგ-ცენტრი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა გალერეა “არსში” ქალთა ონკო-პრევენციის მობილური სკრინინგ ცენტრის პრეზენტაცია გამართა.
პროგრამა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ქალთა ონკო-პრევენციის პროგრამის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი და თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

“ეს პროექტი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ონკო-დაავადებათა ადრეული პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ეს პროექტი ჯერ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქალთა ონკო-პრევენციის მობილურმა სკრინინგ ცენტრმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას.” - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით ტატიშვილსა და საქართველოს პირველ ლედის პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა. “გერმანიაში კომპანია “სიმენსს” სპეციალურად დავამზადებინეთ მობილური პრევენციული აპარატურა, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგისთვის ციფრული მობილური მამოგრაფიული სადგურისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის “პაპ-ტესტის” ასაღებად განკუთვნილი ტექნიკისაგან შედგება.” - აღნიშნა დავით ტატიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა კიბოს ადრეული პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი პროექტი დაავადების გვიან სტადიაში გამოვლენას 30-40%-ით შეამცირებს.
30 აპრილიდან ონკო-პრევენციის მობილური სკრინინგ ცენტრი ქალებს უფასოდ მოემსახურება. თბილისის მერიამ ამ პროექტისათვის 1 მილიონი ლარი გამოყო.
პროექტი საქართველოს პირველი ლედის სანდრა-ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით განხორციელდა.

http://www.moh.gov.ge

2008.05.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006