logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    «ბოლო 3 წელიწადში ნარკომან ქალთა რაოდენობა 200-300%-ით გაიზარდა(!)»

საქართველო, როგორც აზია-ევროპის გასაყარზე მყოფი ქვეყანა, ყოველთვის იდგა ნარკომანიის პრობლემის წინაშე. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბოლო დროს ნარკოტიკებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ საგანგაშოდ მოიმატა. ეს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოზე, კერძოდ კი აჭარა-გურიაზე ითქმის. ამ შემაშფოთებელ ტენდენციას ისიც ემატება, რომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შორის ქალებიც არიან. სპეციალისტების განმარტებით, ზედოზირების შემთხვევები შეიძლება ქვეყანაში როგორც სუფთა, ასევე მინარევებიანი ჰეროინის გასაღებას უკავშირდებოდეს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ნარკოლოგიური ცენტრ «ურნატის» ხელმძღვანელის ზურაბ სიხარულიძის თქმით, ზედოზირება რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება მოხდეს: მაშინ, როცა ადამიანი იკეთებს ჩვეულზე ზედმეტ დოზას; ზედოზირების რისკი იზრდება მაშინაც, როცა ბაზარზე ნარკოტიკის დეფიციტი იქმნება. ამ დროს მომხმარებელი იძულებულია, შეამციროს დოზა, შემდეგ კი ბაზარზე ისევ გამოჩნდება ნარკოტიკი და ძველებური დოზის შეყვანა ორგანიზმში სასიკვდილო ხდება.
შარშან გაერომ ყველა ქვეყანას გაუგზავნა შეტყობინება, რომ ავღანეთში ნარკოტიკული მცენარეების ძალზე დიდი და მაღალი ხარისხის მოსავალი მოვიდა და გაფრთხილდითო. იყო პერიოდი, როცა «სუბუტექსი» საერთოდ გაქრა, ამ წლის იანვრიდან კი ისევ ძველებურად შემოდის საქართველოში. როცა «სუბუტექსი» გაქრა ბაზრიდან, ნარკომანებმა ამფეტამინების («ვინტი») მოხმარება დაიწყეს, ამან კი სავალალო შედეგი გამოიღო.
დასავლეთ საქართველო განსხვავებული სპეციფიკის მქონეა. თურქეთიდან შემოსული უხარისხო ნარკოტიკის მასობრივ გამოყენებას ამ რეგიონის მომხმარებლები უმძიმეს შედეგამდე მიჰყავს. ამას ემატება ისიც, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება საკმაოდ დაბალ დონეზეა.
დასავლეთ საქართველო თურქეთიდან საკმაოდ «კარგად» მარაგდება დაბალი ხარისხის ჰეროინით, ეგრეთ წოდებული «სირეცით» (ოპიუმის ნამჯა). შავი ზღვისპირეთის ნარკომანები უფრო ხშირად სწორედ «სირეცს» მოიხმარენ. გარდა იმისა, რომ ეს ნარკოტიკი დაუმუშავებელი და ძალზე დაბალი ხარისხისაა, ამას ემატება გადამყიდველებისგან ეფექტის გასაძლიერებლად დამატებული ათასნაირი მინარევი.
საქართველოში ნარკოტიკების ბაზარი ძალზე ცვალებადია და ამან ნარკომანები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. მომხმარებელს ოპიუმიდან «სუბუტექსზე», «სუბუტექსიდან» ჰეროინზე, ჰეროინიდან «კოდელაკზე», ვინტსა და ათას რაღაცაზე გადასვლა-გადმოსვლა ხშირად უწევს. ამიტომაც ჯანმრთელობა ძალზე შერყეული აქვთ.
ზედოზირების პრობლემას მხოლოდ «სუბუტექსის» მოხმარება არ განაპირობებს. აი, როცა მისი მომხმარებელი ჰეროინზე გადადის, რისკი ზედოზირებისა დიდია.
ბოლო 3 წელიწადში ნარკომან ქალთა რაოდენობა 200-300%-ით გაიზარდა(!), აღნიშნავს ბ-ნი ზურაბ სიხარულიძე. თუ 2004 წლისთვის კლინიკას თვეში 1 ქალი აკითხავდა, დღეს მათი რაოდენობა 15-მდეა გაზრდილი. მათი ასაკი 18-დან 55 წლამდეა. მნიშვნელობა არ აქვს მათ მატერიალურ მდგომარეობას. უფულოები ნარკოტიკს თავად ყიდიან. პროცენტულადაც, ქალები ყველაზე ხშირად არიან ნარკოტიკების გასაღებაში ჩაბმული. ეს ერის ტრაგედიაა.
ამ საშინელი საქმიანობისადმი მიდგომაც ძალზე შეიცვალა. თუ ადრე ნარკოტიკის გამსაღებელი ნარკობარიგა იყო, დღეს უკვე ნარკობარონია. გამსაღებლებს აღარც საზოგადოების წინაშე გამოჩენისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც ჭკუის სწავლებისა ერიდებათ. დღეს ეს აღარ არის ისე სამარცხვინო, როგორც, ვთქვათ, 5-10 წლის წინ იყო. სამწუხაროდ, ბოლო დროს ისეთებმა დაიწყეს წამლის გაყიდვა, ვისზე გაფიქრებაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მიზეზი მარტივია, - ნარკოტიკების გასაღება არის ყველაზე იოლი და მოკლე გზა გამდიდრებისაკენ. საქართველოში ნარკოვაჭრობაც «ევროპული» გახდა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დერეფნის შუაგულში აღმოვჩნდით. თუ ადრე მხოლოდ აზიიდან გადიოდა ევროპაში ნარკოტიკი, ახლა ევროპიდან აზიაშიც მიდის. ამ გზაგასაყარზე ტრანზიტის სანაცვლოდ, ბუნებრივია, ნარკომაფიას ბლომად ნარკოტიკი რჩება. ცხადია, ნარკოტიკების რიგით გამსაღებლებზე არ არის ლაპარაკი. ამ საქმეში გავლენიანი ძალები არიან ჩაბმული.
გაკონტროლება საზღვრის დაცვის პოლიციას ევალება, თუმცა ვინმეს საქართველოს საზღვარზე ნარკოტიკების დიდი პარტია აღმოეჩინოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. რომელ აღმოჩენაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა საზღვარზე ერთი ნარკოტიკების მაძებარი ძაღლი ჰყავდათ და ისიც მოუკვდათ(?!). ისიც საინტერესოა, სად მიდის ამოღებული ნარკოტიკები.
ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ნარკომანიის პრობლემაზე ხმაურს ხშირად კამპანიური ხასიათი აქვს და ცოტა ხანში დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ამასობაში კი ნარკომაფია არხეინად მუშაობს...

ხათუნა პაიჭაძე

http://www.kvirispalitra.ge

2008.05.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006