logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

21 აპრილს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხასგაზმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2008 წლის 21-27 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. მისი მიზანი მოსახელობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენებაა.
პრესკონფერენციაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა-ელისაბედ რულოვსმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პაატა იმნაძემ, UNICEF-ის WHO-სა და USAID-ის წარმომადგენლებმა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის EUR\RC55\R7 რეზოლუციის შესაბამისად, 2010 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია, ასევე თანდაყოლილი წითურას სინდრომის შემთხვევათა მნიშვნელოვანი შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად, ევროპის რეგიონისათვის WHO-ს მიერ შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება წითელასა და წითურას აცრების მასობრივი კამპანიაა.
“ბავშვთა იმუნიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სფეროში. საქართველოში 2003 წლიდან ბავშვთა იმუნიზაცია ყოველწლიურად ხორციელდება და ჩვენი მიზანი აქამდე არსებული შედეგების გაუმჯობესებაა. 2008 წლის 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასობრივი აცრების კამპანია 6-27 წლის ასაკის მოსახლეობაში. ” განაცხადა ალექსანდრე კვტაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციებს UNICEF-ს, WHO-სა და USAID-ს საქართველოში იმუნიზაციის პროგრამის განხორციელების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, 14-მდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მილიონი ბავშვი ინფექციური დაავადებებით იღუპება, მათ შორის კი, 3 მილიონი იმ დაავადებებით, რომელთა პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინაცია.
საქართველოს პირველი ქალბატონის სანდრა-ელისაბედ რულოვსის განცხადებით, ინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო აცრა მნიშვნელოვანია, როგორც ბავშებისათვის, ასევე რეპროდუქციულ ასაკაში მყოფთათვის, რათა თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების გავრცელება.
“საქართველოში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი მაქსიმალურად მიუახლოვდა ევროპულ კალენდარს. მომავალი წლიდან საქართველოში შემოვა ახალი ვაქცინა ბავშვთა პნევმონიურ დაავადებათა წინააღმდეგ”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პაატა იმნაძემ.
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, სამშობიარო სახლებში ახალშობილთა დედებს დაურიგდებათ სპეციალური ბუკლეტები რომელიც მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდის ვაქცინაციით მართვად დაავადებებზე, იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ასევე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ჩატარდება პრესკონფერენციები ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ევროპის იმუნიზაციის კვირეული 27 აპრილს დასრულდება.

შჯსდს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

http://www.moh.gov.ge

2008.04.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006