logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროპის იმუნიზაციის კვირეულში საქართველოც ჩაერთვება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიუროს ინიციატივით, 21-27 აპრილს, მსოფლიოს 33 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ევროპის იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან იუწყებიან, კვირეულის მიზანია მოსახლეობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენება საკომუნიკაციო ღონისძიებების განხორციელების გზით.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, ქვეყნის მასშტაბით ფართო საკომუნიკაციო ღონისძიებებს გამართავს.
21 აპრილს, სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პრესკონფერენცია იმუნიზაციის პროგრამის ხელშესაწყობად და 2008 წლისათვის დაგეგმილი წითელა-წითურას მასობრივი აცრების კამპანიასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ჯანდაცვის დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი მუშაკები, დაავადებთა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი და UNICEF-ის WHO-ს USAID-ის საქართველოს წარმომადგენლები.
პრესკონფერენციები ასევე იგეგმება რეგიონებში, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ამასთან, იმუნიზაციის შესახებ დაიბეჭდება 50 ათასი სამახსოვრო ბუკლეტი, რომლებიც დაურიგდებათ სამშობიარო სახლებში ახალშობილთა დედებს, რათა მათ თავიდანვე ქონდეთ ინფორმაცია ვაქცინაციით მართვად დაავადებებზე, იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონცემებით ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი იღუპება ინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის, 3 მილიონამდე ბავშვი იმ ინფექციებისაგან, რომელთა პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინა.
ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებში ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი აუცრელი რჩება და შესაბამისად დაუცველი ისეთი მძიმე დაავადებებისაგან, როგორიცაა წითელა, წითურა, პოლიომიელიტი, დიფთერია, ჰეპატიტი, ყბაყურა და სხვა.

ჯანმოს ინიციატივას აქტიურ მხარდაჭერას უწევენ პარტნიორები – გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (ECDC-შვეცია).

პრაიმ-ნიუსი

http://geo.primenewsonline.com

2008.04.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006