logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ოფთალმიჯი" საზღვრებისა და პოლიტიკის გარეშე

მერაბ კვარაცხელია სოხუმელი აფხაზია. იგი ახლა თბილისში "ოფთალმიჯის" კლინიკაში მკურნალობს. მას ცნობილმა ოფთალმოლოგმა, კლინიკა "ოფთალმიჯის" ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია ჯავრიშვილმა თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაცია გაუკეთა. 19 წლის სოხუმელი ბიჭის ოპერაციისა და თვალის დონორის მასალის ხარჯები კლინიკა "ოფთალმიჯმა" გადაიხადა.
"როცა საქმე აფხაზეთს ეხება, ყოველთვის გინდა, რომ ამ საკითხის მოგვარებაში რაღაც შენც გააკეთო, შენი პატარა წვლილი შეიტანო, გატეხილი ურთიერთობები აღადგინო. ექიმებს ხომ არც საზღვრები გვზღუდავს და არც პოლიტიკა. ჩვენ ვართ ადამიანები საზღვრებისა და პოლიტიკის გარეშე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ოპერაციის, დონორის მასალის და ოპერაციის შემდგომი მკურნალობის ხარჯებს მთლიანად კლინიკა გადაიხდის," – განაცხადა გია ჯავრიშვილმა.
საქართველოში ორგანოების ტრანსპლანტაცია ორმა ექიმმა დანერგა - პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ჯავრიშვილი და აკადემიკოსი ლაურ მანაგაძე დღემდე წარმატებით მუშაობენ. ლაურ მანაგაძე თირკმლის გადანერგვას დედიდან, მამიდან ან უახლოესი ნათესავიდან ნათესავზე ახდენს. ჯავრიშვილის "ოფთალმიჯი" კი ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელსაც თვალის დონორ ბანკთან აქვს ხელშეკრულება და დაგეგმილ ტრანსპლანტაციებს აკეთებს. საქართველოში თვალის რქოვანას ტრანსპლანტაცია გია ჯავრიშვილმა 1997 წლიდან დაიწყო. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით საქართველოში თვალის რქოვანას დამზადება, მოპოვება აკრძალული იყო და ამის შესახებ კანონი არც ახლა არსებობს, ამიტომ 1997 წლიდან თვალის გადანერგვისთვის საჭირო მასალა მოსკოვიდან მოდიოდა.
ბოლო სამი წელია, "ოფთალმიჯმა" იტალიის ქალაქ ვენეციის თვალის ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. ეს არის თვალის ყველაზე სერიოზული ბანკი ევროპაში, რომლის მომსახურებითაც ევროპის წამყვანი კლინიკები სარგებლობენ. თვალის რქოვანას ბანკს შეკვეთა სამი კვირით ადრე ეგზავნება. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც გია ჯავრიშვილს გადაუდებელი საჭიროებისას იტალიური ბანკიდან, დიდი პროფესიული რეპუტაციის, ავტორიტეტისა და აქედან გამომდინარე, პირადი ურთიერთობების გამო მასალა დაუყოვნებლივ მიუღია.
თვალის რქოვანას გადანერგვის ორი გზა არსებობს: პირველი - დონორიდან პაციენტზე, რაც პირველ თვრამეტ საათში უნდა განხორციელდეს და ამასთან დადასტურებული უნდა იყოს, რომ დონორი ჯანმრთელია და მეორე – გადანერგვა თვალის ბანკის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ხდება დონორისგან 18 საათის განმავლობაში აღებული თვალის რქოვანას დაკონსერვება, დაკონსერვების შემდეგ თვალის რქოვანა ცოცხალია ათი დღის განმავლობაში. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს მისი გადანერგვა. ოპერაციის ღირებულება 6000 ლარია, ხოლო დონორის მასალა ანუ თვალის რქოვანა 4000 ლარი ღირს. სოხუმელ მერაბ კვარაცხელიას თვალის რქოვანა იტალიაში სამი დღის წინ დაკონსერვდა, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და გუშინვე გადაინერგა. გუშინ კლინიკა "ოფთალმიჯში" გია ჯავრიშვილმა გადანერგვის ოთხი ოპერაცია გააკეთა. სწორედ ამდენი დონორის მასალა ჩამოვიდა იტალიიდან გუშინ.
19 წლის სოხუმელმა გვიამბო, რომ "ოფთალმიჯში" მოხვედრამდე დიდ გზა განვლო. პირველად სოხუმში ადგილობრივ ოფთალმოლოგს მიაკითხა. მან თვალის გამოსაკვლევად სოჭში ურჩია წასვლა. სოჭიდან სასწრაფოდ მოსკოვში გადაამისამართეს. მოსკოვში ცნობილმა ოფთალმოლოგმა იური სლავინსკიმ გამოიკვლია და დიაგნოზიც დაუსვა. პაციენტს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ასეთი ოპერაცია ძალიან ძვირი ღირს. ამ თანხის გადახდა მერაბის ოჯახს არ შეეძლო. მერაბის ბაბუა გურამ კვარაცხელია გია ჯავრიშვილს დაუკავშირდა, პაციენტის დიაგნოზი გააცნო და დახმარება სთხოვა. პროფესორმა არა მხოლოდ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, არამედ ოპერაციისა და დონორი მასალის დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
ოფთალმოლგიურ კლინიკა "ოფთალმიჯში" გია ჯავრიშვილი წელიწადში 40-50 გადანერგვის ოპერაციას აკეთებს. კერატოკონუსის დიაგნოზის შემთხვევაში, რომელიც სოხუმელ მერაბს დაუსვეს, გადანერგვის ოპერაციების 95-97 პროცენტი წარმატებულია. თუმცა ცხადია, სხვადასხვა დაავადებების დროს რქოვანას გადანერგვის ოპერაცია სხვადასხვა შედეგს იძლევა. საბოლოო ჯამში, კლინიკაში გაკეთებული 40-50 ტრანსპლანტაციიდან 70-80 პროცენტი წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია თვალის დაავადების მკურნალობის ცენტრებით, თვალის გადანერგვის ოპერაცია მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში კეთდება.

http://www.24saati.ge

2008.04.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006