logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმებიც ქუჩისკენ იწევენ

სამედიცინო დაწესებულებების თამაშრომლები აქცია-მანიფესტაციების გზით აპირებენ დასახული მიზნისათვის ბრძოლას. თუ გაყიდული და საპრივატიზაციოდ გამზადებული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ექიმები საპროტესტო აქციებს ქუჩებში გამართავენ. პროფესიული კავშირების ინიციატივით, ეგნატე ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ოფთოლმოლოგიის ცენტრისა და მე-4 სამშობიარო სახლის თანამშრომლები დახურულ კარს მიღმა ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდნენ.
ექიმების სურვილია, აღნიშნული კლინიკების შეძენა თავად სამედიცინო პერსონალმა მოახდინოს და აქციათა 70 პროცენტი სწორედ მათ მფლობელობაში იყოს, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი - ინვესტორის. როგორც ექიმები აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზება კანონდარღვევით ხდება და თანამშრომლები არ არიან საქმის კურსში, რა ხდება იმ კლინიკებში, სადაც ისინი მუშაობენ.
ის ექიმები, რომლებიც მინისტრთან შეხვედრაზე იყვნენ, დიალოგით კმაყოფილები არიან და სჯერათ, რომ მინისტრი თავის დანაპირებს შეასრულებს. რაც შეეხება თავად ალექსანდრე კვიტაშვილს, მან განაცხადა, რომ ჯანდაცვის რეფორმა გაგრძელდება და გაგრძელდება ისე, რომ ეს უმტკივნეულო იყოს ექიმებისთვის და საერთოდ სამედიცინო პერსონალისთვის, რადგან აღნიშნული რეფორმით არც ექიმი უნდა დაზარალდეს და არც აღნიშნულ კლინიკაში მისული პაციენტი.
მომდევნო სამუშაო შეხვედრას კვიტაშვილი მომავალ კვირაში გამართავს.
ექიმები ინვესტორების წინააღმდეგ უკვე კარგა ხანია ილაშქრებენ. მათი პროტესტის უმთავრესი გამხმოვანებელი ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრია, რომელსაც უთანხმოება ფარმაცევტულ კომპანია “პსპ”-თან აქვთ. ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ “პსპ”-ს მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს და ეს ინტერესი მედიკამენტების გასაღებაში გამოიხატება.
ოფთალმოლოგიის ცენტრის თანამშრომლებსა და “პსპ”-ს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა ცენტრის კუთვნილი შენობა ტენდერის წესით შეიძინა. ცენტრის თანამშრომლების განსაკუთრებული გაღიზიანება კი იმ ფაქტმა გამოიწია, როდესაც შენობის ახალმა მფლობელმა მედპერსონალთან შეთანხმების გარეშე მათი ნივთები ერთი ფლიგელიდან მეორეში გადაიტანეს და თანამშრომელთა ერთი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თემურ დოლიძე

http://presa.ge

2008.04.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006