logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე სპეციალური კვლევა ჩატარდა

"ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მონიტორინგისა და საადვოკატო დახმარების პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
ანგარიში ორგანიზაცია “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრმა" წარმოადგინა. აღნიშნული პროექტის დამფინანსებელი და მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო".
პროექტის მიზანი იყო ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კერძოდ - სისხლის და ადმინისტრაციულ პროცესებზე სამართლებრივი დახმარება, სამართალწარმოების პროცესების მონიტორინგი, საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა, საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი.
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში სამართალწარმოებაში საადვოკატო დახმარება გაეწია ნარკოტიკების 34 მომხმარებელს, ჩატარდა 287 იურიდიული კონსულტაცია, განხორციელდა 92 სასამართლო პროცესის მონიტორინგი და ასევე ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც ითვალისწინებდა ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის სიღრმისეულ შესწავლას. ”ვცდილობთ, რომ განხორციელდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ ადამიანების უფლებებზე. კერძოდ, განხორციელდეს არადისკრიმინაციული სამართალწარმოება და თავი დააღწიონ იმ სტიგმას, მიდგომებს, სტერეოტიპებს, რაც მათ მიმართ არსებობს" - აღნიშნა “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის" პროექტის ხელმძღვანელმა ალექსი შოშიკელაშვილმა.
პროექტი ხორციელდებოდა 2006 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის 31 მარტამდე. პრეზენტაციის ფარგლებში ნაჩვენები იქნა აღნიშნულ საკითხზე არსებული სტატისტიკა, კერძოდ 2006 წელს ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ფაქტის დადგენის მიზნით, ექსპერტიზაზე წარდგენილ პირთა რაოდენობა 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 2995 პირს შეადგენს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე საქართველოს მასშტაბით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებით ჯარიმების თანხა 15 მილიონ ლარს აღწევს.
“წარმოდგენილი ფაქტებიდან იკვეთება, რომ სახელმწიფო პოლიტიკის აქცენტები ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში, გადატანილია გაზრდილი ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნარკოტიკების მომხმარებლიდან თანხების ამოღებაში," - აღნიშნა ალექსი შოშიკელაშვილმა.
ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს" თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი განმარტავს, რომ ის რეპრესიული მეთოდები, რომელსაც მიმართავს სახელმწიფო, გამართლებული არ არის. პრობლემის ასეთი ფორმით გადაწყვეტა შეუძლებელია. “ ნარკომანი არის ავადმყოფი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მის დანაშაულზე ლაპარაკი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მედიანიუსი

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.04.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006