logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    150 ათასი ექიმის ხმა იმ პარტიას, ვინც ყველაზე კარგ სამედიცინო პროგრამას შექმნის!

"ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, მაგრამ გვაქვს კი მორალური უფლება არ ავუხილოთ მედიკოსებს თვალი და არ განვუმარტოთ, თუ ვინ რას ჰპირდება მათ არჩევნებში. მით უფრო, რომ არის საშიშროება, ნებისმიერი პარტიის უპასუხისმგებლო, პოპულისტურმა წინასაარჩევნო დაპირებებმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს სამედიცინო საზოგადოება... თუ სამედიცინო სფეროში ბევრი რამ არ შეიცვალა, მედიცინა კვლავ კორუფციულ მახეში გაებმება და ისეთივე გამოუსადეგარი და უსარგებლო იქნება, როგორიც წინა მთავრობის დროს იყო", - ასეთ მწვავე განცხადებას აკეთებს საქართველოს მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან მამალაძე.
სამწუხაროა, რომ ექიმებს ყველა დროში, ყველა ხელისუფლების მისამართით პრეტენზიები აქვთ. ამის მაგალითი იყო გასულ კვირას ეკონომიკის სამინისტროსთან გამართული ექიმების აქციაც, რომელიც თითქოს დიალოგში გადავიდა, თუმცა კითხვები და პრეტენზიები კვლავ პასუხგაუცემელი და მოუგვარებელი დარჩა.
საქართველოს მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, რომელიც ათასობით ექიმს აერთიანებს, კვლავ იმ პრობლემის წინაშე დგას, რაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰქონდა. მაშინაც პრეზიდენტობის კანდიდატთა მისამართით ცხრა უმთავრესი კითხვა დასვეს და ახლაც პარტიებსაც იმავე კითხვებს უმეორებენ, რომელთა საერთო აზრი ასეთია - რას პირდებიან პარტიები, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სამედიცინო სფეროს მუშაკებს.
ამ მიზეზით ლევან მამალაძემ პოლიტიკური პარტიები სასტუმრო "თორში" მოიწვია და თანამშრომლობა შესთავაზა. რით დამთავრდება ეს ინიციატივა ძნელი მისახვედრი არაა, რადგან პირველივე შეხვედრაზე მხოლოდ სამიოდე პარტია გამოცხადდა: ლეიბორისტები, ქრისტიან-დემოკრატები და ავღანელთა კავშირი.
ადრე დასმულ კითხვებსაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, დავით გამყრელიძე და ირინა სარიშვილი გამოეხმაურნენ და თეზისებიც წარმოადგინეს. ხოლო ლეიბორისტები სატელეფონო საუბარს დასჯერდნენ. პრეზიდენტმა ექიმებს "100 ახალი საავადმყოფოს პროგრამა" წარმოუდგინა, დავით გამყრელიძემ, რომელიც ამ სფეროს პრობლემებს ყველაზე უკეთ იცნობს, ძალიან საინტერესო იდეები შესთავაზა, ხოლო სარიშვილის თეზისი ასეთია: "არ შეიძლება სამედიცინო დაწესებულების, როგორც მომგებიანი საწარმოს განხილვა".
ექიმთა საზოგადოება მეტ-ნაკლებად ყველას იდეას იზიარებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის ის ამომწურავი და მისაღები პასუხები, რისთვისაც მედიკები თავის ხმებს გაიმეტებენ. მათ უფრო გააზრებული თვალსაზრისი სჭირდებათ.
"პრეზიდენტობის კანდიდატთა უმეტესობა რაღაც ამორფულს ჰპირდებოდა ამომრჩეველს, სინამდვილეში კი სამედიცინო პროგრამები არ გააჩნდათ. როგორ შეიძლება, მანიპულირებდე სამედიცინო საზოგადოებით და არ გადაუწყვიტო მას უფასო სამედიცინო დაზღვევა, ვალების დაბრუნება, არ მისცე სრული გარანტია, რომ ოპტიმიზაცია-მოდერნიზაციის შემდეგ ღირსეულთ ექნებათ სამუშაო ადგილი, რომ პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი დაიცავენ მათ უფლებებს, რომ პაციენტს ექნება არჩევანის უფლება და სადაზღვევო კომპანიის გარეშე, რომელიც მერკანტული ინტერესებიდან გამომდინარე, მიუთითებს, ვისთან იმკურნალოს, თავად გადაწყვეტს, სად მივიდეს, რომელ ექიმთან მიიტანოს ვაუჩერი. კომპანია ვალდებული უნდა იყოს, აუნაზღაუროს ექიმებს გაწეული შრომის საფასური.
ლევან მამალაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, გაიზიარონ ექიმთა გამოცდილება და შეხედულებები და ისე ჩამოაყალიბონ წინასაარჩევნო პროგრამა სამედიცინო სფეროში. ჩვენ გვინდა, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და გააზრებულად მივცეთ ხმა იმ პარტიას, ვინც ყველაზე მისაღებ პროგრამას წარმოგვიდგენს; რატომ ავიწყდებათ პოლიტიკოსებს, რომ თვითონაც პაციენტები არიან და რომ დაცული ექიმი, დაცული პაციენტია - ამბობენ ექიმები.
დაბოლოს, ის, ვინც სამედიცინო საზოგადოებას პრობლემებს მოუგვარებს, ნებისმიერი არჩევნებისას მიიღებს დამატებით 150 ათას ხმას, - ჰპირდება პარტიებს მედიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ნია ფიფია

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2008.04.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006